რისი შემოტანა შეიძლება საქართველოში უბაჟოდ
საქართველოში შემოსვლისას პირადი ნივთების დიდი ნაწილი გადასახადის გარეშე შემოდის, მაგრამ ლიმიტებით. თუ მეტი შემოგაქვთ, ის უნდა დაადეკლარიროთ — თორემ ჯარიმა ან ჩამორთმევა გემუქრებათ.
- კონფიდენციალურობა
- ქართული · English · Русский
- პირველი კონსულტაცია უფასოა
- ყველა ინსტანციის სასამართლოში
ლიმიტები საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლითაა დადგენილი და მხოლოდ პირად მოხმარებაზე ვრცელდება — არა გასაყიდ საქონელზე. ლიმიტზე მეტს ადეკლარირებთ და გადასახადს იხდით.
ნაღდი ფულის შემოტანა და გატანა 30 000 ლარამდე (ან ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში) თავისუფალია. მეტი თანხა უნდა დაადეკლარიროთ — დაუდეკლარირებლობა ჯარიმით ან ფულის ჩამორთმევით ისჯება (საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლი).
ლიმიტები
| რა | უბაჟოდ |
|---|---|
| ნივთები, თვითმფრინავით | 3 000 ლარამდე და 30 კგ-მდე |
| ნივთები, სახმელეთოდ ან ზღვით | 500 ლარამდე და 30 კგ-მდე, 30 დღეში ერთხელ |
| საკვები | 500 ლარამდე და 30 კგ-მდე, დღეში ერთხელ |
| სიგარეტი, თამბაქო | 200 ღერი სიგარეტი ან 50 სიგარა, ან 200 გასახურებელი ღერი / 10 კაფსულა, ან 250 გ თამბაქო |
| სპირტიანი სასმელი | 1 ლიტრი 22%-ზე მაგარი ან 2 ლიტრი უფრო სუსტი |
| ღვინო და ლუდი | 4 ლიტრი ღვინო და 16 ლიტრი ლუდი |
| ვეიპის სითხე | ჯამში 50 მლ |
| ნაღდი ფული | 30 000 ლარამდე — დეკლარირების გარეშე |
საზღვარგარეთიდან დაბრუნება და საცხოვრებლად გადმოსვლა
- თუ საზღვარგარეთ 6 თვეზე მეტხანს იყავით, დაბრუნებისას 15 000 ლარამდე ღირებულების ნივთები უბაჟოდ შემოგაქვთ (ავტომობილების გარდა)
- საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად გადმოსვლისას — ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალება; ეს იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტით უნდა დადასტურდეს
ვეიპი და ელექტრონული სიგარეტი
ვეიპის პირადი მოხმარებისთვის შემოტანა აკრძალული არ არის. მგზავრს უბაჟოდ შეუძლია შემოიტანოს ჯამში 50 მლ ვეიპის სითხე და 200 გასახურებელი თამბაქოს ღერი ან 10 კაფსულა (საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლი). თავად მოწყობილობა ჩვეულებრივ ნივთად ითვლება და ზოგად ლიმიტში შედის. ლიმიტზე მეტ სითხეზე აქციზი 1,20 ლარია 1 მლ-ზე. ამანათით ნაყიდი ნიკოტინიანი სითხე 300 ლარის შეღავათით ვერ ისარგებლებს — ის თამბაქოს ნაწარმად ითვლება.
წამლები
წამლების შემოტანაზე ცალკე წესები და ზოგ პრეპარატზე სისხლის სამართლის რისკია — იხილეთ „მედიკამენტების შემოტანა“.
თუ ლიმიტს გადააჭარბეთ
საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის შემოტანაზე ფიზიკურ პირს 1 000 ლარის ჯარიმა ან/და საქონლის ჩამორთმევა ემუქრება, განმეორებით — 3 000 ლარი (168-ე მუხლი). მეტი ღირებულებისას — საქონლის ღირებულების 100% ან ჩამორთმევა, 15 000 ლარზე მეტისას კი შეიძლება კონტრაბანდის საქმე.
ჩვენი მომსახურება
- ჯარიმის ან ჩამორთმევის გასაჩივრება
- საცხოვრებლად გადმოსვლისას ნივთებისა და მანქანის უბაჟოდ შემოტანა
- ნაღდი ფულის დეკლარირება და ჩამორთმეული თანხის დაბრუნება
- წამლების შემოტანის საკითხები
- დაცვა კონტრაბანდის ბრალდებისას
კითხვები და პასუხები
რამდენის შემოტანა შეიძლება უბაჟოდ თვითმფრინავით?
პირადი მოხმარების ნივთები 3 000 ლარამდე და 30 კგ-მდე.
რამდენი ნაღდი ფულის შემოტანა შეიძლება საქართველოში?
30 000 ლარამდე (ან ეკვივალენტი) — დეკლარირების გარეშე. მეტი თანხა უნდა დაადეკლარიროთ.
რამდენი ალკოჰოლის და სიგარეტის შემოტანა შეიძლება?
1 ლიტრი 22%-ზე მაგარი სასმელი ან 2 ლიტრი უფრო სუსტი; 200 ღერი სიგარეტი ან 50 სიგარა, ან 250 გ თამბაქო.
შეიძლება ვეიპის შემოტანა საქართველოში?
დიახ, პირადი მოხმარებისთვის. მგზავრს უბაჟოდ შეუძლია შემოიტანოს ჯამში 50 მლ სითხე; მეტზე იხდით აქციზს — 1,20 ლარი 1 მლ-ზე. თავად მოწყობილობა ჩვეულებრივი ნივთების ლიმიტში შედის.
საცხოვრებლად გადმოვდივარ — ნივთებს გადასახადი აქვს?
არა — ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალება უბაჟოდ შემოდის, თუ გადმოსვლა იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტით დასტურდება.
სამართლებრივი საფუძველი
ოფიციალური ტექსტები — საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
დაკავშირებული სფერო: საბაჟო საკითხები
რაში დაგეხმარებით
სისხლის სამართლის საქმეები
დაცვა დაკავების ან ბრალდების შემთხვევაში — თარჯიმნით და საკონსულოსთან კავშირით.იმიგრაციული საქმეები
შემოსვლაზე უარის მიზეზის გარკვევა 1 300 ₾, ვადის გადაცილება, გაძევება და ბინადრობაზე უარის გასაჩივრება — სწრაფად და თქვენს ენაზე.ქონების შეძენა
ქონების შემოწმება, უსაფრთხო ხელშეკრულება და საკუთრების რეგისტრაცია — ადგილზე ან დისტანციურად.დავა დეველოპერთან
მშენებლობა გვიანდება, დეველოპერი არ აბრუნებს თანხას ან ბინაზე იპოთეკაა — ვიცავთ მყიდველის ინტერესებს.კომპანია და ბიზნესი
შპს-ის რეგისტრაცია უცხოელისთვის 1 800 ₾-დან, ვირტუალური მისამართი და საბანკო ანგარიშის გახსნა — პირადად ან დისტანციურად.მუშაობის ნებართვა და ი/მ
შრომითი საქმიანობის უფლება, ი/მ-ის რეგისტრაცია, მცირე ბიზნესის 1% და შესაბამისი ბინადრობა.ბინადრობის ნებართვა
სამუშაო, ბიზნეს, ქონებრივი, საოჯახო და საინვესტიციო ბინადრობა — განაცხადი, გაგრძელება და გასაჩივრება.საოჯახო საქმეები
საერთაშორისო განქორწინება, ბავშვები და ალიმენტი, უცხოური გადაწყვეტილებების ცნობა.IT კომპანიები და სპეციალისტები
IT-ის სამი საგადასახადო რეჟიმი: ინდ. მეწარმე 1%, ვირტუალური ზონა და საერთაშორისო კომპანია 5% — პირობები და 2026 წლის ცვლილება.აზარტული ბიზნესის ნებართვა
კაზინო, სლოტები, ტოტალიზატორი, ონლაინ და „საერთაშორისო“ ნებართვა საქართველოში: ვინ იღებს, რა პირობებით და რა ეკრძალება ორგანიზატორს.საქართველოს მოქალაქეობა უცხოელისთვის
ჩვეულებრივი წესი (10 წელი), ქორწინებით (5 წელი), საგამონაკლისო წესი და საქართველოში დაბადებულთა წესი — 2027 წლამდე.ქორწინება საქართველოში უცხოელებისთვის
როგორ დაქორწინდნენ უცხოელები საქართველოში: პირობები, დოკუმენტები, აპოსტილი, მოწმეები და მოწმობის გამოყენება საზღვარგარეთ.მართვის მოწმობა უცხოელისთვის
უცხოური მოწმობით მართვა 1 წელი, გაცვლა გამოცდის გარეშე, ქართული მოწმობა 185 დღის წესით და ჯარიმა მოწმობის გარეშე მართვისთვის.საბანკო ანგარიში არარეზიდენტისთვის
როგორ გახსნას უცხოელმა პირადი ან ბიზნეს ანგარიში ქართულ ბანკში, რას ითხოვს ბანკი, რატომ ამბობს უარს და როგორ მოემზადოთ.საგადასახადო რეზიდენტობა
როდის ხდებით საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი, რეზიდენტობის ცნობა, HNWI სტატუსი და უცხოური შემოსავლის გათავისუფლება.ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები
საქართველოს 58 ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულება: როგორ მუშაობს და რა განაკვეთებია ბრიტანეთთან, გერმანიასთან და აშშ-თან.კრიპტოვალუტა: გადასახადი და VASP რეგისტრაცია
ფიზიკური პირის კრიპტო შემოსავალი გადასახადისგან თავისუფალია; კრიპტო ბიზნესს ეროვნული ბანკის VASP რეგისტრაცია სჭირდება.კომპანიის შემოწმება საქმიან ურთიერთობამდე
ქართული კომპანიის შემოწმება ხელშეკრულებამდე: მეწარმეთა რეესტრი, გირავნობა, მოვალეთა რეესტრი, სასამართლო და ვალები.მიწა უცხოელისთვის
უცხოელს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა შეუძლია; სასოფლო-სამეურნეო მიწა — მხოლოდ მემკვიდრეობით ან საინვესტიციო გეგმით.დისტანციური მუშაობა საქართველოდან
უცხოელი, რომელიც საქართველოდან უცხოურ კომპანიას უმუშავებს: უვიზო ყოფნა, სამუშაო ნებართვა, 20% გადასახადი და ინდმეწარმის 1%.ბავშვის დაბადება საქართველოში უცხოელი მშობლებისთვის
უცხოელი მშობლების ბავშვი საქართველოში: დაბადების მოწმობა, აპოსტილი, მოქალაქეობა, ბინადრობა და ბავშვთან ერთად ქვეყნიდან გასვლა.უცხოური ნომრებით ავტომობილი და განბაჟება
უცხოური ნომრით ავტომობილი საქართველოში: 90 დღე, სასაზღვრო დაზღვევა, ჯარიმები, გაყიდვა და განბაჟების აქციზი 2026 წლიდან.რამდენ ხანს შეიძლება ყოფნა
უვიზოდ 1 წელი 94 ქვეყნის მოქალაქისთვის, სხვებისთვის — 90 დღე 180-დან ან ვიზა. როგორ ითვლება ვადა, ვიზარანი, ბინადრობა და ჯარიმა.უცხოელი მუშაკის დასაქმება
როგორ დაასაქმოთ მუშაკი ინდოეთიდან, ნეპალიდან, ფილიპინებიდან, პაკისტანიდან და სხვა ქვეყნებიდან: უფლება, D1 ვიზა, ვადები და ჯარიმები.გჭირდებათ იურიდიული რჩევა? ესაუბრეთ ადვოკატს დღესვე.
პირველი კონსულტაცია უფასო და კონფიდენციალურია.