მარიამ მაძღარაშვილი
სისხლის სამართალში სპეციალიზებული ადვოკატი 2019 წლიდან, სამართლის დოქტორი. ადვოკატთა ასოციაციის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კომიტეტის წევრი და ახალგაზრდა ადვოკატების მენტორი.

ჩემ შესახებ
სისხლის სამართალი ჩემი მთავარი მიმართულებაა: ვიცავ ბრალდებულებს, მსჯავრდებულებს, მოწმეებს და დაზარალებულებს საქმის ყველა ეტაპზე — პირველი დაკითხვიდან უზენაეს სასამართლომდე, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში. დამატებით სპეციალიზაცია მაქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებში.
ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამაში მენტორი ვარ — ვამზადებ ახალ ადვოკატებს. ვმუშაობ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, ამიტომ ხშირად ვიცავ უცხოელებს და მათ ოჯახებს.
განათლება
- სამართლის დოქტორი — ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, 2025
- სისხლის სამართლის მაგისტრი — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2020
- სამართლის ბაკალავრი — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018
პროფესიული გზა
- 2019 — დღემდე: სისხლის სამართალში სპეციალიზებული ადვოკატი
- 2020 — დღემდე: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი
- ადვოკატთა ასოციაციის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კომიტეტის წევრი
- ადვოკატთა ასოციაციის მენტორი — პროფესიული ადაპტაციის პროგრამა
- 2019–2021: ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი
- 2019: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი — სისხლის სამართლის პროცესის ლექტორის ასისტენტი
- 2017–2019: ადვოკატის სტაჟიორი და თანაშემწე
- 2016–2017: პრაქტიკა თბილისის საქალაქო სასამართლოში — სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიები
რა საქმეებს ვაწარმოებ
- ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში დაცვა — ნაფიც მსაჯულთა შერჩევიდან ვერდიქტამდე
- არასრულწლოვანთა საქმეები და ბავშვთა უფლებები
- ექსტრადიციის საქმეები
- უცხოელების დაცვა სისხლის სამართლის საქმეებში
- სისხლის სამართალი
- ნარკოტიკული დანაშაული
- კიბერდანაშაული
- ქონებრივი დანაშაული
- ეკონომიკური დანაშაული
- კორუფციული და სამსახურებრივი დანაშაული
- ძალადობრივი დანაშაული
დამოუკიდებელი წყაროები
მარიამ მაძღარაშვილი
ადვოკატი · MMLAW
- ადვოკატთა ასოციაციის წევრი
- ნაფიც მსაჯულთა კომიტეტის წევრი
- ადვოკატთა ასოციაციის მენტორი
- სპეციალიზაცია
- განათლება
- სამართლის დოქტორი
- ენები
- ქართული · ინგლისური · რუსული
განიხილეთ თქვენი საქმე ადვოკატთან
კონსულტაცია — 300 ₾-დან. გიპასუხებთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.
დაკავებისას — WhatsApp 24/7მიიღე კონსულტაციარას ამბობენ კლიენტები
ძალიან დიდი მადლობა კვალიფიციური და ამომწურავი პასუხებისთვის. თქვენი დახმარებით დღეს თამამად შემიძლია ვთქვა რომ გავიმარჯვე. სრულ რეკომენდაციას ვუწევ ქალბატონ მარიამს. მადლობა ძალიან დიდი ყველაფრისთვის
გამოცდილი და პროფესიონალი ადვოკატია, რომელიც კარგად იცნობს თავის საქმეს. მისი მრავალწლიანი გამოცდილება და საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ნამდვილად ნდობას იმსახურებს. განსაკუთრებით დასაფასებელია მისი უნარი, სწორად შეაფასოს რთული სიტუაციები და იპოვოს ეფექტიანი გამოსავალი.
ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის. იშვიათია თქვენისთანა პატიოსანი და კვალიფიციური ადვოკატი
დიდი მადლობა სწრაფი რეაგირებისა და პროფესიონალურად შესრულებული საქმისთვის!
ბიუროს გუნდი გამოირჩევა კომპეტენტური მიდგომით, საკითხების სიღრმისეული ანალიზითა და სამართლებრივი პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის უნარით. განსაკუთრებით აღსანიშნავია კომუნიკაციის კულტურა და თითოეული კლიენტისთვის საუკეთესო სამართლებრივი გამოსავლის ძიება.
საუკეთესო საადვოკატო ბიურო! პირველივე დღიდან იგრძნობოდა მაღალი პასუხისმგებლობა და კვალიფიკაცია. დიდი მადლობა.
- 7+ წლიანი იურიდიული პრაქტიკა
- 17 პრაქტიკის სფერო
- 3 სამუშაო ენა
- 300 ₾-დან კონსულტაცია
გჭირდებათ იურიდიული რჩევა? ესაუბრეთ ადვოკატს დღესვე.
კონსულტაცია კონფიდენციალურია, ღირებულება — 300 ₾-დან.