კრიპტოვალუტა საქართველოში — გადასახადი და VASP
საქართველოში ფიზიკური პირის მიერ კრიპტოაქტივის მიწოდებით მიღებული შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალია — ასე განმარტა ფინანსთა სამინისტრომ. კრიპტო ბიზნესი კი — ბირჟა, გადაცვლა, გადარიცხვა, შენახვა — მხოლოდ ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შემდეგ შეიძლება. ვეხმარებით კომპანიის შექმნაში, VASP რეგისტრაციაში და AML მოთხოვნების დაცვაში.
- კონფიდენციალურობა
- ქართული · English · Русский
- პირველი კონსულტაცია უფასოა
- ყველა ინსტანციის სასამართლოში
ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის №201 საჯარო გადაწყვეტილებით, კრიპტოაქტივს ადგილმდებარეობა არ აქვს, ამიტომ მისი მიწოდებიდან ფიზიკური პირის შემოსავალი საქართველოში მიღებულად არ ითვლება და საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება. კრიპტოს ფულზე გადაცვლა დღგ-ით არ იბეგრება. საჯარო გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურისთვის სავალდებულოა, სანამ შესაბამისი ნორმები არ შეიცვლება.
კომპანიის მიერ კრიპტოთი მიღებული მოგება კი ჩვეულებრივი წესით იბეგრება. ასევე გაითვალისწინეთ თქვენი ქვეყნის კანონი — თუ იქ ხართ რეზიდენტი, შეიძლება იქ მოგიწიოთ გადასახადის გადახდა.
VASP რეგისტრაცია ეროვნულ ბანკში
- რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ შპს-ს ან სს-ს
- რეგისტრაციის მოსაკრებელი — 5 000 ლარი
- მინიმალური კაპიტალი: 150 000 ლარი — გადაცვლა ან გადარიცხვა; 250 000 ლარი — სხვა მომსახურება; 350 000 ლარი — სავაჭრო პლატფორმა
- ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას 60 კალენდარულ დღეში იღებს (შეიძლება გაგრძელდეს)
- ფიზიკური პირებისთვის ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა აკრძალულია; აკრძალულია ანონიმური (privacy) მონეტებიც
- VASP ფულის გათეთრების აღკვეთის კანონის ანგარიშვალდებული პირია: კლიენტის იდენტიფიკაცია და ტრანზაქციების ავტომატური მონიტორინგი სავალდებულოა
ჩვენი მომსახურება
- კრიპტო შემოსავლის დაბეგვრის შეფასება
- კრიპტო კომპანიის რეგისტრაცია
- VASP რეგისტრაცია ეროვნულ ბანკში
- AML პოლიტიკა და კლიენტის შემოწმების წესები
- ბანკთან ურთიერთობა კრიპტო შემოსავლისას
- დავები შემოსავლების სამსახურთან და ეროვნულ ბანკთან
კითხვები და პასუხები
კრიპტოს გაყიდვით მიღებულ შემოსავალზე გადასახადს ვიხდი?
ფიზიკური პირი — არა: ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის საჯარო გადაწყვეტილებით, ეს შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალია. კომპანიისთვის სხვა წესები მოქმედებს.
კრიპტო ბირჟის გახსნა შემიძლია ინდმეწარმედ?
არა. VASP-ად დარეგისტრირება მხოლოდ შპს-ს ან სს-ს შეუძლია.
რამდენი კაპიტალი სჭირდება VASP-ს?
150 000-დან 350 000 ლარამდე — მომსახურების სახეობის მიხედვით. ადრე დარეგისტრირებულებმა ეს მოთხოვნა 2027 წლის 1 სექტემბრამდე უნდა დააკმაყოფილონ.
სამართლებრივი საფუძველი
- ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის №201 საჯარო გადაწყვეტილება — კრიპტოაქტივები
- ეროვნული ბანკის №94/04 ბრძანება — ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონი
ოფიციალური ტექსტები — საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
დაკავშირებული სფერო: კორპორატიული სამართალი
რაში დაგეხმარებით
სისხლის სამართლის საქმეები
დაცვა დაკავების ან ბრალდების შემთხვევაში — თარჯიმნით და საკონსულოსთან კავშირით.იმიგრაციული საქმეები
შემოსვლაზე უარი, ვადის გადაცილება, გაძევება და ბინადრობაზე უარის გასაჩივრება — სწრაფად და თქვენს ენაზე.ქონების შეძენა
ქონების შემოწმება, უსაფრთხო ხელშეკრულება და საკუთრების რეგისტრაცია — ადგილზე ან დისტანციურად.დავა დეველოპერთან
მშენებლობა გვიანდება, დეველოპერი არ აბრუნებს თანხას ან ბინაზე იპოთეკაა — ვიცავთ მყიდველის ინტერესებს.კომპანია და ბიზნესი
შპს-ის რეგისტრაცია უცხოელისთვის 1 800 ₾-დან, ვირტუალური მისამართი და საბანკო ანგარიშის გახსნა — პირადად ან დისტანციურად.მუშაობის ნებართვა და ი/მ
შრომითი საქმიანობის უფლება, ი/მ-ის რეგისტრაცია, მცირე ბიზნესის 1% და შესაბამისი ბინადრობა.ბინადრობის ნებართვა
სამუშაო, ბიზნეს, ქონებრივი, საოჯახო და საინვესტიციო ბინადრობა — განაცხადი, გაგრძელება და გასაჩივრება.საოჯახო საქმეები
საერთაშორისო განქორწინება, ბავშვები და ალიმენტი, უცხოური გადაწყვეტილებების ცნობა.IT კომპანიები და სპეციალისტები
IT-ის სამი საგადასახადო რეჟიმი: ინდმეწარმე 1%, ვირტუალური ზონა და საერთაშორისო კომპანია 5% — პირობები და 2026 წლის ცვლილება.აზარტული ბიზნესის ნებართვა
კაზინო, სლოტები, ტოტალიზატორი, ონლაინ და „საერთაშორისო“ ნებართვა საქართველოში: ვინ იღებს, რა პირობებით და რა ეკრძალება ორგანიზატორს.საქართველოს მოქალაქეობა უცხოელისთვის
ჩვეულებრივი წესი (10 წელი), ქორწინებით (5 წელი), საგამონაკლისო წესი და საქართველოში დაბადებულთა წესი — 2027 წლამდე.ქორწინება საქართველოში უცხოელებისთვის
როგორ დაქორწინდნენ უცხოელები საქართველოში: პირობები, დოკუმენტები, აპოსტილი, მოწმეები და მოწმობის გამოყენება საზღვარგარეთ.მართვის მოწმობა უცხოელისთვის
უცხოური მოწმობით მართვა 1 წელი, გაცვლა გამოცდის გარეშე, ქართული მოწმობა 185 დღის წესით და ჯარიმა მოწმობის გარეშე მართვისთვის.საბანკო ანგარიში არარეზიდენტისთვის
როგორ გახსნას უცხოელმა პირადი ან ბიზნეს ანგარიში ქართულ ბანკში, რას ითხოვს ბანკი, რატომ ამბობს უარს და როგორ მოემზადოთ.საგადასახადო რეზიდენტობა
როდის ხდებით საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი, რეზიდენტობის ცნობა, HNWI სტატუსი და უცხოური შემოსავლის გათავისუფლება.ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები
საქართველოს 58 ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულება: როგორ მუშაობს და რა განაკვეთებია ბრიტანეთთან, გერმანიასთან და აშშ-თან.კომპანიის შემოწმება საქმიან ურთიერთობამდე
ქართული კომპანიის შემოწმება ხელშეკრულებამდე: მეწარმეთა რეესტრი, გირავნობა, მოვალეთა რეესტრი, სასამართლო და ვალები.მიწა უცხოელისთვის
უცხოელს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა შეუძლია; სასოფლო-სამეურნეო მიწა — მხოლოდ მემკვიდრეობით ან საინვესტიციო გეგმით.გჭირდებათ იურიდიული რჩევა? ესაუბრეთ ადვოკატს დღესვე.
პირველი კონსულტაცია უფასო და კონფიდენციალურია.