სამოქალაქო სამართლის ადვოკატი საქართველოში
ვიცავთ ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესებს სამოქალაქო დავებში — წინასასამართლო მოლაპარაკებიდან სასამართლოს სამივე ინსტანციამდე.
სამოქალაქო დავები მოიცავს ფართო სპექტრს — საკუთრების დავებიდან სახელშეკრულებო დარღვევებამდე. MMLAW-ის სამოქალაქო სამართლის გუნდი გთავაზობთ სრულ იურიდიულ თანხლებას პროცესის ყველა ეტაპზე.
ჯერ ვაფასებთ, შესაძლებელია თუ არა დავის სწრაფად და ნაკლები ხარჯით მოგვარება მოლაპარაკებით ან მედიაციით. თუ არა — ვამზადებთ ძლიერ პოზიციას სასამართლოსთვის.
რაზე ვმუშაობთ
- სახელშეკრულებო დავები და ვალის ამოღება
- საკუთრებასთან დაკავშირებული დავები
- ზიანის (მ.შ. მორალური ზიანის) ანაზღაურება
- სამკვიდრო დავები
- სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება
- მედიაცია და მორიგება
კითხვები და პასუხები
როგორ არის მოწყობილი სასამართლოები სამოქალაქო საქმეებზე?
პირველი ინსტანცია — რაიონული (საქალაქო) სასამართლოები; მეორე — თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები; საბოლოო, საკასაციო ინსტანცია — საქართველოს უზენაესი სასამართლო.
შესაძლებელია დავის მოგვარება სასამართლოს გარეშე?
დიახ — მოლაპარაკებით, მედიაციით ან არბიტრაჟით. ზოგიერთი კატეგორიის დავაზე (მაგ., გარკვეული საოჯახო, სამკვიდრო და მეზობლური დავები) სასამართლო მედიაცია შეიძლება სავალდებულო იყოს.
რა ვადაში უნდა წარვადგინო სარჩელი?
ხანდაზმულობის ვადა მოთხოვნის სახეზეა დამოკიდებული: სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ზოგადი ვადა 10 წელია, სახელშეკრულებო მოთხოვნებზე — 3 წელი, უძრავ ნივთთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე — 6 წელი. ზოგ მოთხოვნას უფრო მოკლე ვადა აქვს, ამიტომ ჯობს, დროულად მიმართოთ ადვოკატს.
სამართლებრივი საფუძველი
ოფიციალური ტექსტები — საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
