+995 551 00 43 00თბილისი, საქართველოორშ–პარ 10:00–18:00
MMLAWსაადვოკატო ოფისი

იურიდიული დახმარება საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის

საქართველოში საქმეს ვაწარმოებთ თქვენი ჩამოსვლის გარეშე — მინდობილობით, დისტანციური კონსულტაციით და მუდმივი კავშირით WhatsApp-ზე.

  • კონფიდენციალურობა
  • ქართული · English · Русский
  • კონსულტაცია 300 ₾-დან
  • ყველა ინსტანციის სასამართლოში

რას მოვაგვარებთ თქვენი ჩამოსვლის გარეშე

მემკვიდრეობის მიღება

სამკვიდროს მიღება, სამკვიდრო მოწმობა და ქონების რეგისტრაცია თქვენს სახელზე.

ქონების ყიდვა-გაყიდვა

ბინის, სახლის ან მიწის უსაფრთხოდ გაყიდვა, ყიდვა ან გაქირავება მინდობილობით.

ვალები და აღსრულება

მოვალეთა რეესტრი, საბანკო ვალი და სააღსრულებო წარმოება — ვარკვევთ, ვაჩივრებთ ან ვთანხმდებით კრედიტორთან.

მოქალაქეობის აღდგენა

დაკარგეთ მოქალაქეობა სხვა ქვეყნის პასპორტის გამო? 2027 წლის 1 იანვრამდე მისი აღდგენა გამარტივებულია.

ქორწინება და დაბადება საზღვარგარეთ

საზღვარგარეთ გაფორმებული ქორწინების, ბავშვის დაბადების ან განქორწინების რეგისტრაცია საქართველოში.

განქორწინება და ბავშვები

განქორწინება, ალიმენტი და ბავშვის საცხოვრებელი ადგილი, როცა ერთ-ერთი მეუღლე საზღვარგარეთაა.

საჯარო რეესტრი და დოკუმენტები

ამონაწერები, რეგისტრაციის ხარვეზები, ცნობები და საბუთები სახელმწიფო უწყებებიდან.

სასამართლო დავები

თქვენი წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში — ვალები, ხელშეკრულებები, ქონებრივი დავები.

სისხლის საქმე, როცა საზღვარგარეთ ხართ

ძებნა, დაუსწრებელი პატიმრობა და განხილვა, პასპორტის შეჩერება და დაბრუნება ადვოკატთან ერთად.

უცხოური გადაწყვეტილებების ცნობა

საზღვარგარეთ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების (მაგ., განქორწინების) ცნობა საქართველოში.

ვეხმარებით ქართველებს საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ისრაელში და სხვა ქვეყნებში.

როგორ ვმუშაობთ

  1. 1

    მოგვწერეთ

    WhatsApp-ზე ან ელფოსტით, ნებისმიერ დროს — გიპასუხებთ სამუშაო საათებში. კონსულტაცია — 300 ₾-დან.

  2. 2

    გამოგვიგზავნეთ დოკუმენტები

    ფოტო ან სკანი საკმარისია. ვაფასებთ საქმეს და გეუბნებით, რა არის საჭირო და რა ვადებია.

  3. 3

    გაფორმეთ მინდობილობა

    იქ, სადაც ცხოვრობთ — საკონსულოში ან ადგილობრივ ნოტარიუსთან. ტექსტს ჩვენ მოგიმზადებთ.

  4. 4

    ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოში

    ვაწარმოებთ საქმეს და ყოველ ნაბიჯზე გატყობინებთ WhatsApp-ზე.

მინდობილობა საზღვარგარეთიდან

მინდობილობა საშუალებას აძლევს ადვოკატს, თქვენი სახელით იმოქმედოს საქართველოში. მისი გაფორმება შესაძლებელია სამი გზით:

01

საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში

საქართველოს საკონსულო დაწესებულებები ასრულებენ სანოტარო მოქმედებებს. ასეთი მინდობილობა დამატებით დამოწმებას არ საჭიროებს.

02

ადგილობრივ ნოტარიუსთან

ქვეყნის მიხედვით, მინდობილობას შეიძლება დასჭირდეს აპოსტილი ან საკონსულო ლეგალიზაცია — ზოგი ქვეყნის დოკუმენტებს ეს არ სჭირდება. საჭიროა დამოწმებული ქართული თარგმანი.

03

ონლაინ, საქართველოს ნოტარიუსთან

თუ საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე უცხოელი ხართ, მინდობილობა შეიძლება გააფორმოთ საქართველოში მყოფ ნოტარიუსთან ონლაინ — ვიდეოკავშირით.

მინდობილობის ტექსტს ჩვენ მოგიმზადებთ, რომ ზუსტად მოიცავდეს საჭირო უფლებამოსილებებს — ასე არ მოგიწევთ მისი თავიდან გაფორმება.

ყველაზე ხშირი შემთხვევები

მემკვიდრეობა: 6 თვის ვადა

სამკვიდრო უნდა მიიღოთ სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში — როგორც წესი, მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან. განცხადება ნოტარიუსს შეიძლება მიეწოდოს წარმომადგენლის მეშვეობით. თუ ვადა საპატიო მიზეზით გაუშვით, სასამართლოს შეუძლია მისი გაგრძელება.

ქონების გაყიდვა დისტანციურად

ადვოკატი ამოწმებს მყიდველს და ხელშეკრულებას, აფორმებს გარიგებას და რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. თანხის მიღების უსაფრთხო გზას წინასწარ ვათანხმებთ.

განქორწინება საზღვარგარეთ

თუ განქორწინება სხვა ქვეყანაში მოხდა, საქართველოში ის, როგორც წესი, უნდა იქნეს ცნობილი — ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაა. თუ განქორწინება საქართველოში გჭირდებათ, სასამართლოში წარმოგადგენთ.

ხშირად დასმული კითხვები

შეიძლება მემკვიდრეობის მიღება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე?

დიახ. სამკვიდროს მიღების განცხადება ნოტარიუსს შეიძლება წარუდგინოს თქვენმა წარმომადგენელმა მინდობილობით. მთავარია, არ გაუშვათ 6 თვის ვადა.

სად გავაფორმო მინდობილობა?

საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში; ადგილობრივ ნოტარიუსთან — ქვეყნის მიხედვით, შეიძლება საჭირო იყოს აპოსტილი ან ლეგალიზაცია და დამოწმებული თარგმანი; ან, თუ საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე უცხოელი ხართ, ონლაინ — საქართველოში ნოტარიუსთან, ვიდეოკავშირით. ტექსტს ჩვენ მოგიმზადებთ.

რა მოხდება, თუ 6 თვის ვადა გავიდა?

თუ ვადა საპატიო მიზეზით გაუშვით, სასამართლოს შეუძლია მისი გაგრძელება. ასევე მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად ფლობდით თუ არა ქონებას. შევაფასებთ თქვენს შემთხვევას.

შეიძლება ბინის გაყიდვა მინდობილობით?

დიახ. ადვოკატი ან სანდო პირი მინდობილობით აფორმებს ნასყიდობას და რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. ჩვენ ვამოწმებთ გარიგების უსაფრთხოებას.

საჭიროა საქართველოში ჩამოსვლა განქორწინებისთვის?

როგორც წესი, არა — სასამართლოში შეგიძლიათ წარმოგადგინოთ ადვოკატმა მინდობილობით. თუ განქორწინება საზღვარგარეთ მოხდა, საქართველოში შესაძლოა მისი ცნობა იყოს საჭირო.

როგორ ხდება კონსულტაცია?

WhatsApp-ით, ტელეფონით, ელფოსტით ან ვიდეოზარით — ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.

რა ღირს მომსახურება?

კონსულტაცია — 300 ₾-დან. ჰონორარს და გადახდის პირობებს წინასწარ, წერილობით ვათანხმებთ.

როგორ გავიგო, რა ხდება ჩემს საქმეში?

ყოველ მნიშვნელოვან ნაბიჯზე გატყობინებთ WhatsApp-ზე ან ელფოსტით და გიგზავნით დოკუმენტების ასლებს.

სამართლებრივი საფუძველი

ოფიციალური ტექსტები — საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

მნიშვნელოვანია: ამ გვერდზე მოცემული ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.

ის მომზადებულია გამოქვეყნების დღეს მოქმედი კანონმდებლობით. კანონი შეიძლება შეიცვალოს, თითოეული საქმე კი ცალკე ფასდება. ამიტომ ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით — ჯობს, ჯერ ადვოკატს მიმართოთ. MMLAW არ აგებს პასუხს ამ ინფორმაციის გამოყენებით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ შედეგებზე.

მოითხოვეთ კონსულტაცია

დატოვეთ სახელი და ნომერი — დაგირეკავთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.

დაცულია ადვოკატის საიდუმლოებით

კონსულტაცია 300 ₾-დან

გჭირდებათ იურიდიული რჩევა? ესაუბრეთ ადვოკატს დღესვე.

კონსულტაცია კონფიდენციალურია, ღირებულება — 300 ₾-დან.

როგორ გნებავთ დაგვიკავშირდეთ?

ორშ–პარ 10:00–18:00. კონსულტაცია — 300 ₾-დან.

დაკავებისას — WhatsApp 24/7
დარეკვა ახლავე+995 551 00 43 00 WhatsAppმოგვწერეთ ან დაგვირეკეთ WhatsApp-ით

↑↓ არჩევა · Enter გახსნა · Esc დახურვა