+995 551 00 43 00თბილისი, საქართველოორშ–პარ 10:00–18:00
MMLAWMMLAWსაადვოკატო ბიურო

დავა დეველოპერთან: დაგვიანებული ან გაუქმებული ბინა

ახალაშენებულ კორპუსში ბინის ყიდვისას ყველაზე დიდი რისკი დეველოპერთან არის დაკავშირებული. ვეხმარებით მყიდველებს — მათ შორის უცხოელებს — დაიბრუნონ ბინა ან თანხა, მოლაპარაკებით ან სასამართლოში.

  • კონფიდენციალურობა
  • ქართული · English · Русский
  • პირველი კონსულტაცია უფასოა
  • ყველა ინსტანციის სასამართლოში

ტიპური პრობლემებია: მშენებლობის ვადის დარღვევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე განსხვავებული ბინა, მიწაზე ან პროექტზე იპოთეკა, ერთი ბინის რამდენიმე პირზე გაყიდვა და დეველოპერის გადახდისუუნარობა. თითოეულ შემთხვევას სხვა გზა სჭირდება.

პირველ რიგში ვამოწმებთ ხელშეკრულებას, გადახდებს, საჯარო რეესტრის ჩანაწერებს და მშენებლობის ნებართვებს. შემდეგ ვირჩევთ სტრატეგიას: მოლაპარაკება, პირგასამტეხლოს და ზიანის მოთხოვნა, ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის დაბრუნება, სარჩელის უზრუნველყოფა — მაგალითად, ქონებაზე ყადაღა — ან მოთხოვნის დაყენება გადახდისუუნარობის საქმეში.

ჩვენი მომსახურება

  • ხელშეკრულების და დეველოპერის შემოწმება ხელმოწერამდე
  • მშენებლობის ვადის დარღვევა და პირგასამტეხლო
  • ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის დაბრუნება
  • იპოთეკა ან ყადაღა ბინაზე ან მიწაზე
  • ერთი ბინის ორჯერ გაყიდვა
  • მოთხოვნა დეველოპერის გადახდისუუნარობისას

კითხვები და პასუხები

დეველოპერი ვადას არღვევს — რა შემიძლია?

ხელშეკრულების მიხედვით, შეიძლება მოითხოვოთ პირგასამტეხლო, ზიანის ანაზღაურება ან ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის დაბრუნება. ჯერ ხელშეკრულებას ვამოწმებთ.

საქმის წარმოება შეიძლება, თუ საზღვარგარეთ ვცხოვრობ?

დიახ. მინდობილობით ვმოქმედებთ თქვენი სახელით — მოლაპარაკებაზეც და სასამართლოშიც.

რა ვქნა, სანამ ბინისთვის თანხას გადავიხდი?

შეამოწმეთ დეველოპერი, მიწის მესაკუთრე, იპოთეკა და ნებართვები და ხელშეკრულება ადვოკატს წააკითხეთ. ეს ყველაზე იაფი დაცვაა.

სამართლებრივი საფუძველი

ოფიციალური ტექსტები — საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

დაკავშირებული სფერო: უძრავი ქონება

მოითხოვეთ კონსულტაცია

დატოვეთ სახელი და ნომერი — დაგირეკავთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.

დაცულია ადვოკატის საიდუმლოებით

უცხოელებისთვის

რაში დაგეხმარებით

სისხლის სამართლის საქმეები

დაცვა დაკავების ან ბრალდების შემთხვევაში — თარჯიმნით და საკონსულოსთან კავშირით.

იმიგრაციული საქმეები

შემოსვლაზე უარი, ვადის გადაცილება, გაძევება და ბინადრობაზე უარის გასაჩივრება — სწრაფად და თქვენს ენაზე.

ქონების შეძენა

ქონების შემოწმება, უსაფრთხო ხელშეკრულება და საკუთრების რეგისტრაცია — ადგილზე ან დისტანციურად.

კომპანია და ბიზნესი

შპს-ის ან ფილიალის რეგისტრაცია, ინდმეწარმის სტატუსი და ბიზნესის ამუშავება.

მუშაობის ნებართვა და ი/მ

შრომითი საქმიანობის უფლება, ი/მ-ის რეგისტრაცია, მცირე ბიზნესის 1% და შესაბამისი ბინადრობა.

ბინადრობის ნებართვა

სამუშაო, ბიზნეს, ქონებრივი, საოჯახო და საინვესტიციო ბინადრობა — განაცხადი, გაგრძელება და გასაჩივრება.

საოჯახო საქმეები

საერთაშორისო განქორწინება, ბავშვები და ალიმენტი, უცხოური გადაწყვეტილებების ცნობა.
პირველი კონსულტაცია უფასოა

გჭირდებათ იურიდიული რჩევა? ესაუბრეთ ადვოკატს დღესვე.

პირველი კონსულტაცია უფასო და კონფიდენციალურია.

როგორ გნებავთ დაგვიკავშირდეთ?

ორშ–პარ 10:00–18:00. პირველი კონსულტაცია უფასოა.

დარეკვა ახლავე+995 551 00 43 00 WhatsAppმოგვწერეთ ან დაგვირეკეთ WhatsApp-ით

↑↓ არჩევა · Enter გახსნა · Esc დახურვა