+995 551 00 43 00თბილისი, საქართველოორშ–პარ 10:00–18:00
MMLAWMMLAWსაადვოკატო ბიურო

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა და შენარჩუნება

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეთ? კანონი 2027 წლის 1 იანვრამდე მისი აღდგენის დროებით შესაძლებლობას იძლევა — უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დატოვების გარეშე.

  • კონფიდენციალურობა
  • ქართული · English · Русский
  • პირველი კონსულტაცია უფასოა
  • ყველა ინსტანციის სასამართლოში

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 32² მუხლით, ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის გამო დაკარგა, 2027 წლის 1 იანვრამდე შეუძლია მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. პირობებია სახელმწიფო ენის დადგენილ ფარგლებში ცოდნა და კანონით გათვალისწინებული ხელშემშლელი გარემოებების არარსებობა. ამ წესით აღდგენისას უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დატოვება არ მოითხოვება, ხოლო მოქალაქეობა არასრულწლოვან შვილსაც მიენიჭება.

ვინც ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქეა და სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, მოქალაქეობის შესანარჩუნებლად თანხმობა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებამდე უნდა მიიღოს. ვამოწმებთ თქვენს სტატუსს, ვამზადებთ განცხადებას და დოკუმენტებს და ვასაჩივრებთ უარს.

ჩვენი მომსახურება

  • მოქალაქეობის აღდგენა 2027 წლის 1 იანვრამდე
  • მოქალაქეობის შენარჩუნება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებამდე
  • ბავშვის მოქალაქეობა და მისი შენარჩუნება 18 წლამდე
  • სტატუსის შემოწმება — ხართ თუ არა ჯერ კიდევ მოქალაქე
  • განცხადებისა და დოკუმენტების მომზადება
  • უარის გასაჩივრება

კითხვები და პასუხები

მომიწევს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დატოვება?

32² მუხლით აღდგენისას — არა. ეს შესაძლებლობა 2027 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს.

რა პირობებია?

სახელმწიფო ენის დადგენილ ფარგლებში ცოდნა და კანონით გათვალისწინებული ხელშემშლელი გარემოებების არარსებობა. ენის მოთხოვნა არ ვრცელდება მძიმე ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ზოგიერთ პირზე.

ჩემს შვილსაც აღუდგება?

დიახ — არასრულწლოვან შვილსაც მიენიჭება; 14 წლის ასაკს მიღწეულს — მისი თანხმობით.

სამართლებრივი საფუძველი

ოფიციალური ტექსტები — საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

დაკავშირებული სფერო: ადმინისტრაციული სამართალი

მოითხოვეთ კონსულტაცია

დატოვეთ სახელი და ნომერი — დაგირეკავთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.

დაცულია ადვოკატის საიდუმლოებით

პირველი კონსულტაცია უფასოა

გჭირდებათ იურიდიული რჩევა? ესაუბრეთ ადვოკატს დღესვე.

პირველი კონსულტაცია უფასო და კონფიდენციალურია.

როგორ გნებავთ დაგვიკავშირდეთ?

ორშ–პარ 10:00–18:00. პირველი კონსულტაცია უფასოა.

დარეკვა ახლავე+995 551 00 43 00 WhatsAppმოგვწერეთ ან დაგვირეკეთ WhatsApp-ით

↑↓ არჩევა · Enter გახსნა · Esc დახურვა