+995 551 00 43 00თბილისი, საქართველოორშ–პარ 10:00–18:00
MMLAWსაადვოკატო ოფისი

ბინის გაყიდვა ან ყიდვა საზღვარგარეთიდან

საზღვარგარეთ ცხოვრობთ და საქართველოში ქონება უნდა გაყიდოთ, იყიდოთ ან გააქირაოთ? ვაკეთებთ ამას თქვენი სახელით — ისე, რომ თანხა და ქონება დაცული იყოს.

  • კონფიდენციალურობა
  • ქართული · English · Русский
  • კონსულტაცია 300 ₾-დან
  • ყველა ინსტანციის სასამართლოში

ადვოკატი ამოწმებს მყიდველს ან გამყიდველს, ქონების ისტორიას, იპოთეკასა და ყადაღას, ამზადებს ხელშეკრულებას, აფორმებს გარიგებას და არეგისტრირებს მას საჯარო რეესტრში. თანხის მიღების უსაფრთხო გზას წინასწარ ვთანხმდებით.

მინდობილობის გაცემა შეგიძლიათ საქართველოს საკონსულოში, ადგილობრივ ნოტარიუსთან ან — თუ საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე უცხოელი ხართ — ონლაინ, საქართველოს ნოტარიუსთან. ტექსტს ვამზადებთ ისე, რომ მხოლოდ საჭირო უფლებამოსილებას მოიცავდეს.

ჩვენი მომსახურება

  • მყიდველის, გამყიდველის და ქონების შემოწმება
  • ნასყიდობის, წინარე და იჯარის ხელშეკრულებები
  • გარიგება მინდობილობით
  • რეგისტრაცია საჯარო რეესტრში
  • თანხის უსაფრთხო მიღება
  • რეესტრის ხარვეზების გასწორება

კითხვები და პასუხები

შეიძლება ბინის გაყიდვა ჩამოსვლის გარეშე?

დიახ — სწორად შედგენილი მინდობილობით ადვოკატი გარიგებას თქვენი სახელით აფორმებს.

როგორ მივიღო თანხა უსაფრთხოდ?

გზას წინასწარ ვთანხმდებით — მაგალითად, პირდაპირ თქვენს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა. ეს მინდობილობაშიც უნდა ეწეროს.

შეიძლება მინდობილობის ონლაინ გაცემა?

დიახ, თუ საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე უცხოელი ხართ — საქართველოს ნოტარიუსთან ვიდეოზარით.

სამართლებრივი საფუძველი

ოფიციალური ტექსტები — საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

მნიშვნელოვანია: ამ გვერდზე მოცემული ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.

ის მომზადებულია გამოქვეყნების დღეს მოქმედი კანონმდებლობით. კანონი შეიძლება შეიცვალოს, თითოეული საქმე კი ცალკე ფასდება. ამიტომ ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით — ჯობს, ჯერ ადვოკატს მიმართოთ. MMLAW არ აგებს პასუხს ამ ინფორმაციის გამოყენებით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ შედეგებზე.

დაკავშირებული სფერო: უძრავი ქონება

მოითხოვეთ კონსულტაცია

დატოვეთ სახელი და ნომერი — დაგირეკავთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.

დაცულია ადვოკატის საიდუმლოებით

ემიგრანტებისთვის

რაში დაგეხმარებით საზღვარგარეთიდან

მემკვიდრეობის მიღება

სამკვიდროს მიღება ნოტარიუსთან მინდობილობით, სამკვიდრო მოწმობა და ქონების რეგისტრაცია — ჩამოსვლის გარეშე.

ვალები და აღსრულება

მოვალეთა რეესტრი, საბანკო ვალი და სააღსრულებო წარმოება — ვარკვევთ, ვაჩივრებთ ან ვთანხმდებით კრედიტორთან.

ორმაგი მოქალაქეობა

სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და ქართული: შენარჩუნება წინასწარი თანხმობით, აღდგენა 2027 წლის 1 იანვრამდე.

ქორწინება და დაბადება საზღვარგარეთ

საზღვარგარეთ გაფორმებული ქორწინების, ბავშვის დაბადების ან განქორწინების რეგისტრაცია საქართველოში.

სისხლის საქმე, როცა საზღვარგარეთ ხართ

ძებნა, დაუსწრებელი პატიმრობა და განხილვა, პასპორტის შეჩერება და დაბრუნება ადვოკატთან ერთად.
კონსულტაცია 300 ₾-დან

გჭირდებათ იურიდიული რჩევა? ესაუბრეთ ადვოკატს დღესვე.

კონსულტაცია კონფიდენციალურია, ღირებულება — 300 ₾-დან.

როგორ გნებავთ დაგვიკავშირდეთ?

ორშ–პარ 10:00–18:00. კონსულტაცია — 300 ₾-დან.

დაკავებისას — WhatsApp 24/7
დარეკვა ახლავე+995 551 00 43 00 WhatsAppმოგვწერეთ ან დაგვირეკეთ WhatsApp-ით

↑↓ არჩევა · Enter გახსნა · Esc დახურვა