+995 551 00 43 00თბილისი, საქართველოორშ–პარ 10:00–18:00
MMLAWსაადვოკატო ოფისი

მკვლელობა — მუხლები 108, 109: სასჯელი და ადვოკატი

განზრახ მკვლელობა ყველაზე მძიმე ბრალდებაა: 108-ე მუხლით — 10-დან 15 წლამდე, დამამძიმებელ გარემოებაში (109-ე მუხლი) — 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, როგორ შეფასდება ქმედება: განზრახი იყო თუ გაუფრთხილებლობით, იყო თუ არა თავდაცვა ან ძლიერი სულიერი აღელვება. ამიტომ დაცვა პირველივე დაკითხვიდან უნდა დაიწყოს.

  • კონფიდენციალურობა
  • ქართული · English · Русский
  • პირველი კონსულტაცია უფასოა
  • ყველა ინსტანციის სასამართლოში

შესაძლო სასჯელი

როდისსასჯელი
108 — განზრახ მკვლელობათავისუფლების აღკვეთა 10-დან 15 წლამდე
109 — განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში: მაგალითად, ჯგუფურად, ოჯახის წევრის, ორსულის ან არასრულწლოვნის მიმართ, ორი ან მეტი პირის, ანგარებით ან შეკვეთით, განსაკუთრებული სისასტიკითთავისუფლების აღკვეთა 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა
111 — მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების დროს, რაც მსხვერპლის ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა საქციელმა გამოიწვიაშინაპატიმრობა 6 თვიდან 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე; ორი ან მეტი პირის მიმართ — შინაპატიმრობა 1-დან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა 2-დან 5 წლამდე
113 — მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებითგამასწორებელი სამუშაო 2 წლამდე, შინაპატიმრობა 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე
116 — სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობითშინაპატიმრობა 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა 2-დან 4 წლამდე; ორი ან მეტი პირის — 3-დან 5 წლამდე
მკვლელობის მცდელობაისჯება იმავე მუხლით, რომლითაც დამთავრებული მკვლელობა; მცდელობისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა არ ინიშნება

სასჯელი ეყრდნობა სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედ რედაქციას. კონკრეტულ საქმეში შედეგზე მოქმედებს გარემოებები, ზიანის ანაზღაურება, საპროცესო შეთანხმება და სხვა ფაქტორები.

რა არის მნიშვნელოვანი დაცვისთვის

  • აუცილებელი მოგერიება — თავის ან სხვის დასაცავად მოქმედება დანაშაული არ არის (28-ე მუხლი)
  • განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა — სწორედ ეს განსაზღვრავს მუხლს და სასჯელს
  • ძლიერი სულიერი აღელვება, რაც მსხვერპლის საქციელმა გამოიწვია (111-ე მუხლი)
  • სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა — სიკვდილის მიზეზი და კავშირი ქმედებასთან
  • დაკავების, ჩხრეკისა და დაკითხვის კანონიერება
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შერჩევა და საქმის წარდგენა ნაფიცი მსაჯულებისთვის

თუ ბრალს გდებენ ან დაგაკავეს

  • გამოიყენეთ დუმილის უფლება და მოითხოვეთ ადვოკატი — საგამოძიებო ორგანოსთან პირველი კონტაქტიდან
  • ხელს ნუ მოაწერთ დოკუმენტს, რომლის შინაარსიც არ გესმით
  • დაკავებიდან 48 საათში უნდა წარგიდგინონ ბრალი, მომდევნო 24 საათში კი სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას განიხილავს
  • ზიანის ანაზღაურებასა და დაზარალებულთან შეთანხმებაზე გადაწყვეტილება ადვოკატთან ერთად მიიღეთ

თუ დაზარალდით

  • დარეკეთ 112-ზე ან მიმართეთ პოლიციას ან პროკურატურას
  • შეინახეთ მტკიცებულებები: ფოტო, ვიდეო, მიმოწერა, ქვითრები, მოწმეების კონტაქტები
  • მოითხოვეთ დაზარალებულის სტატუსი — ის საქმეში დამატებით უფლებებს გაძლევთ, მაგალითად, საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას
  • ზიანის ანაზღაურება შეგიძლიათ მოითხოვოთ — ადვოკატი დაგეხმარებათ

კითხვები და პასუხები

რა სასჯელია განზრახ მკვლელობისთვის?

108-ე მუხლით — 10-დან 15 წლამდე. დამამძიმებელ გარემოებაში (109-ე მუხლი) — 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

თავს ვიცავდი — მაინც მკვლელობად ჩაითვლება?

თუ ეს აუცილებელი მოგერიება იყო, ქმედება დანაშაული არ არის. თუ თავდაცვა თავდასხმასთან აშკარად შეუსაბამო იყო, ეს არის მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით (113-ე მუხლი) — 3 წლამდე. ამის დამტკიცება მტკიცებულებებით ხდება, ამიტომ ადვოკატი პირველივე დღიდან გჭირდებათ.

მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ?

დიახ — დამთავრებული მკვლელობის (108-ე და 109-ე მუხლები) საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს, თუ ბრალდებული არ მოითხოვს, რომ საქმე მოსამართლემ განიხილოს. ჩვენი ადვოკატი, მარიამ მაძღარაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კომიტეტის წევრია.

რით განსხვავდება მკვლელობა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისგან?

მკვლელობა განზრახ ქმედებაა. თუ პირს სიკვდილი არ სურდა და ვერ გაითვალისწინა, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა, ეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაა (116-ე მუხლი) — 4 წლამდე.

სამართლებრივი საფუძველი

ოფიციალური ტექსტები — საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

დაკავშირებული მომსახურება: ძალადობრივი დანაშაული

მოითხოვეთ კონსულტაცია

დატოვეთ სახელი და ნომერი — დაგირეკავთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.

დაცულია ადვოკატის საიდუმლოებით

პირველი კონსულტაცია უფასოა

გჭირდებათ იურიდიული რჩევა? ესაუბრეთ ადვოკატს დღესვე.

პირველი კონსულტაცია უფასო და კონფიდენციალურია.

როგორ გნებავთ დაგვიკავშირდეთ?

ორშ–პარ 10:00–18:00. პირველი კონსულტაცია უფასოა.

დარეკვა ახლავე+995 551 00 43 00 WhatsAppმოგვწერეთ ან დაგვირეკეთ WhatsApp-ით

↑↓ არჩევა · Enter გახსნა · Esc დახურვა