MMLAWსაადვოკატო ოფისი

ნარკოტიკის გასაღება — მუხლები 260², 260³, 260⁴: სასჯელი

2025 წლის რეფორმით ნარკოტიკის გასაღება 260-ე მუხლიდან ცალკე მუხლებში გადავიდა: უფასოდ გადაცემა (260²), რეალიზაცია (260³) და რეალიზაციის ხელშეწყობა (260⁴). სასჯელი დამოკიდებულია ნივთიერებაზე და ოდენობაზე — და შეიძლება უვადო თავისუფლების აღკვეთამდე მივიდეს. ასეთ საქმეებში ადვოკატი პირველივე წუთიდან გჭირდებათ.

  • დაკავებისას — WhatsApp 24/7
  • კონფიდენციალურობა
  • ქართული · English · Русский
  • კონსულტაცია 300 ₾-დან
  • ყველა ინსტანციის სასამართლოში

260-ე მუხლი ახლა მხოლოდ შეძენასა და შენახვას ეხება. გასაღებისთვის ცალკე სასჯელებია — მარიხუანასა და ფსიქოტროპულ ნივთიერებაზე უფრო მსუბუქი, სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე — გაცილებით მკაცრი. რეალიზაციის ხელშეწყობა (260⁴ მუხლი) — მაგალითად, დაფასოება, ნარკოტიკის საჯარო ადგილას დამალვა ან ინფორმაციის გავრცელება მისი ადგილის ან შეძენის ხერხის შესახებ — ისევე ისჯება, როგორც თავად რეალიზაცია.

ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულს სასჯელის გარდა უფლებებიც ერთმევა („ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლი). რეალიზაციისთვის (260³ მუხლი): მართვის უფლება — 5 წლით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება — 20 წლით, დანარჩენი უფლებები — 15 წლით. უფასოდ გადაცემისთვის (260² მუხლი): სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება — 10 წლით, დანარჩენი უფლებები — 5 წლით; განმეორებით ჩადენისას — 15 და 10 წლით, მართვის უფლება — 5 წლით. საპროცესო შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება შემცირდეს, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში პირი უფლებების ჩამორთმევისგან სრულად გათავისუფლდეს.

რამდენი წელი ეძლევა ნარკოტიკის გასაღებისთვის?

ქმედებაძირითადიდამამძიმებელი / განსაკუთრებით დიდი ოდენობა
რეალიზაცია (260³): მარიხუანა ან ფსიქოტროპული5–10 წელიდამამძიმებელი: 6–12 წელი; განსაკუთრებით დიდი ოდენობა: 12–17 წელი
რეალიზაცია (260³): სხვა ნარკოტიკული საშუალება12–20 წელი ან უვადოდამამძიმებელი: 14–20 წელი ან უვადო; განსაკუთრებით დიდი ოდენობა: 16–20 წელი ან უვადო
უფასოდ გადაცემა (260²): მარიხუანა3–8 წელიდამამძიმებელი: 6–10 წელი; განსაკუთრებით დიდი ოდენობა: 7–12 წელი
უფასოდ გადაცემა (260²): ფსიქოტროპული3–6 წელიდამამძიმებელი: 5–9 წელი; განსაკუთრებით დიდი ოდენობა: 10–14 წელი
უფასოდ გადაცემა (260²): სხვა ნარკოტიკული საშუალება10–15 წელიდამამძიმებელი: 12–17 წელი; განსაკუთრებით დიდი ოდენობა: 14–20 წელი ან უვადო
რეალიზაციის ხელშეწყობა (260⁴)იგივე, რაც რეალიზაციაზეიგივე, რაც რეალიზაციაზე

260² მუხლს „260 სეკუნდასაც“ უწოდებენ, 260³-ს — „260 ტერციას“, 260⁴-ს — „260 კვარტას“. 260⁴ მუხლი რეალიზაციის ხელშეწყობას სჯის — მაგალითად, დაფასოებას ან ამისთვის საჭირო ნივთების ქონას.

ჩადება, ტელეგრამი, დაფასოება — 260⁴ მუხლი

2025 წლის 2 ივლისის ცვლილებით, რეალიზაციის ხელშეწყობა ნიშნავს გასაღებისთვის პირობების შექმნას (260⁴ მუხლის შენიშვნის მე-4 პუნქტი). კანონი ასახელებს:

  • ნივთიერების დაფასოებას ან დაფასოებისთვის საჭირო ნივთების ქონას
  • საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას ღიად ან ფარულად განთავსებას — ე. წ. ჩადებას
  • ინფორმაციის გავრცელებას იმის შესახებ, სად არის ნივთიერება
  • ინფორმაციის მიწოდებას, როგორ შეიძლება მისი შეძენა — მაგალითად, ტელეგრამის არხით
  • ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც გასაღებას უწყობს ხელს

სასჯელი იგივეა, რაც რეალიზაციაზე: მარიხუანაზე — 5-დან 10 წლამდე, სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე — 12-დან 20 წლამდე ან უვადო.

გასაღების მცდელობა

  • თუ გასაღება ბოლომდე არ მივიდა — მაგალითად, ნივთიერება გადაცემამდე ამოიღეს — ეს მცდელობაა და იმავე მუხლით ისჯება, მე-19 მუხლზე მითითებით
  • მცდელობისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა არ ინიშნება (56-ე მუხლის მე-4 ნაწილი)
  • სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს, რატომ არ დასრულდა დანაშაული (56-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)

საკონტროლო შესყიდვა — რას ვამოწმებთ

საკონტროლო შესყიდვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაა: ოპერატიული მუშაკი, გამომძიებელი ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ნივთიერებას იძენს ან შეძენის სიტუაციას ქმნის („ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლი).

  • რა ოპერატიული ინფორმაცია იყო შესყიდვამდე და როგორ გაფორმდა ღონისძიება
  • ვინ შესთავაზა გარიგება და ვინ რა გააკეთა სინამდვილეში
  • ჩანაწერები, ნიშანდებული ფული და ამოღების ოქმი
  • ექსპერტიზა: ნივთიერება, სუფთა წონა და ოდენობის ზღვარი
  • ტელეფონისა და მიმოწერის მტკიცებულებების მოპოვების კანონიერება

თუ დაგაკავეს

  • გამოიყენეთ დუმილის უფლება და მოითხოვეთ ადვოკატი
  • დაკავებიდან 48 საათში ბრალი უნდა წარგიდგინონ, მომდევნო 24 საათში კი სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას განიხილავს
  • ტელეფონის პაროლს და ახსნა-განმარტებას ადვოკატთან კონსულტაციამდე ნუ მისცემთ
  • საპროცესო შეთანხმებაზე ხელს ნუ მოაწერთ ადვოკატის შეფასებამდე

ჩვენი მომსახურება

  • დაცვა გასაღების ბრალდებისას
  • შეძენა-შენახვა თუ გასაღება — სწორი კვალიფიკაცია
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებების და საკონტროლო შესყიდვის შემოწმება
  • ექსპერტიზის და ოდენობის შემოწმება
  • საპროცესო შეთანხმება და უფლებების აღდგენა
  • აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრება

კითხვები და პასუხები

მეგობარს უფასოდ მივეცი — ესეც გასაღებაა?

უფასოდ გადაცემა ცალკე დანაშაულია (260²-ე მუხლი) — მარიხუანაზე 3-დან 8 წლამდე, სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე 10-დან 15 წლამდე.

ნარკოტიკის ჩადებაც გასაღებაა?

საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას ნივთიერების ღიად ან ფარულად განთავსება რეალიზაციის ხელშეწყობაა — 260⁴ მუხლი. სასჯელი იგივეა, რაც გასაღებაზე: მარიხუანაზე 5-დან 10 წლამდე, სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე 12-დან 20 წლამდე ან უვადო.

რა სასჯელია მარიხუანის გასაღებისთვის?

რეალიზაცია (260³ მუხლი) — 5-დან 10 წლამდე; დამამძიმებელი გარემოებით — 6-დან 12 წლამდე; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ — 12-დან 17 წლამდე.

რა სასჯელია გასაღების მცდელობისთვის?

მცდელობა იმავე მუხლით ისჯება, მე-19 მუხლზე მითითებით, მაგრამ უვადო თავისუფლების აღკვეთა არ ინიშნება (56-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

რით განსხვავდება შენახვა გასაღებისგან?

შენახვა 260-ე მუხლით ისჯება, ბევრად მსუბუქად. გასაღებისთვის ბრალდებამ უნდა დაამტკიცოს გაყიდვა, გადაცემა ან გასაღების ხელშეწყობა — ამიტომ კვალიფიკაცია დაცვის მთავარი საკითხია.

რა უფლებები ერთმევა მსჯავრდებულს?

რეალიზაციისთვის (260³) — მართვის უფლება 5 წლით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება 20 წლით, სხვა უფლებები 15 წლით. უფასოდ გადაცემისთვის (260²) — სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება 10 წლით, სხვა უფლებები 5 წლით. საპროცესო შეთანხმებით შეიძლება შემცირდეს.

მნიშვნელოვანია: ამ გვერდზე მოცემული ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.

ის მომზადებულია გამოქვეყნების დღეს მოქმედი კანონმდებლობით. კანონი შეიძლება შეიცვალოს, თითოეული საქმე კი ცალკე ფასდება. ამიტომ ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით — ჯობს, ჯერ ადვოკატს მიმართოთ. MMLAW არ აგებს პასუხს ამ ინფორმაციის გამოყენებით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ შედეგებზე.

მოითხოვეთ კონსულტაცია

დატოვეთ სახელი და ნომერი — დაგირეკავთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.

დაცულია ადვოკატის საიდუმლოებით

პრაქტიკის სფეროები

სხვა სფეროები

სისხლის სამართალი

დაცვა ყველა ეტაპზე — გამოძიებიდან და დაკავებიდან სასამართლომდე და გასაჩივრებამდე.

ნარკოტიკული დანაშაული

დაცვა ნარკოტიკის შეძენის, შენახვის, გასაღებისა და შემოტანის საქმეებზე — ასევე ჯარიმებსა და ადმინისტრაციულ პატიმრობაზე.

კიბერდანაშაული

დაცვა კიბერდანაშაულის საქმეებში და დახმარება ონლაინ თაღლითობის, ანგარიშის გატეხვისა და შანტაჟის მსხვერპლებს.

ქონებრივი დანაშაული

დაცვა ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, თაღლითობის, გამოძალვისა და მითვისება-გაფლანგვის საქმეებზე.

ეკონომიკური დანაშაული

დაცვა გადასახადებისგან თავის არიდების, ფულის გათეთრების, საბაჟო და სხვა ეკონომიკური ბრალდებებისას.

კორუფციული და სამსახურებრივი დანაშაული

დაცვა ქრთამის აღების ან მიცემის, ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეებზე.

ძალადობრივი დანაშაული

დაცვა ჯანმრთელობის დაზიანების, ცემის, მუქარისა და მკვლელობის საქმეებზე — აუცილებელი მოგერიების ჩათვლით.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

არასრულწლოვანთა სპეციალიზებული დაცვა — მათი უფლებებისა და მომავლის ფოკუსით.

სამოქალაქო სამართალი

ხელშეკრულებებთან, ქონებასა და ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული დავები — მოლაპარაკებით ან სასამართლოში.

ადმინისტრაციული სამართალი

სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებების, ჯარიმების, ნებართვებისა და ლიცენზიების გასაჩივრება.

საბაჟო საკითხები

ამანათისა და ავტომობილის განბაჟება, საბაჟო ჯარიმის გასაჩივრება, საბაჟო ღირებულებაზე დავა და კომერციული ტვირთის იმპორტი.

შრომითი დავები

უკანონო გათავისუფლება, აუნაზღაურებელი ხელფასი და შრომითი ხელშეკრულებები — დასაქმებულებისა და დამსაქმებლებისთვის.

კორპორატიული სამართალი

კომპანიის რეგისტრაცია, ხელშეკრულებები, კომპლაიანსი და პარტნიორთა საკითხები.

უძრავი ქონება

ქონების შემოწმება, ნასყიდობის ხელშეკრულებები, რეგისტრაცია და ქონებრივი დავები.

საოჯახო სამართალი

განქორწინება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილი, ალიმენტი და ქონების გაყოფა — დისკრეტულად.

მემკვიდრეობა

სამკვიდროს მიღება, სამკვიდრო მოწმობა, ანდერძი და დავები მემკვიდრეებს შორის.

ინტელექტუალური საკუთრება

სასაქონლო ნიშნები, საავტორო უფლებები და თქვენი შემოქმედებითი და ბიზნეს აქტივების დაცვა.
კონსულტაცია 300 ₾-დან

გჭირდებათ იურიდიული რჩევა? ესაუბრეთ ადვოკატს დღესვე.

კონსულტაცია კონფიდენციალურია, ღირებულება — 300 ₾-დან.

როგორ გნებავთ დაგვიკავშირდეთ?

ორშ–პარ 10:00–18:00. კონსულტაცია — 300 ₾-დან.

დაკავებისას — WhatsApp 24/7
დარეკვა ახლავე+995 551 00 43 00 WhatsAppმოგვწერეთ ან დაგვირეკეთ WhatsApp-ით

↑↓ არჩევა · Enter გახსნა · Esc დახურვა