# საქართველოს კანონები უცხოელებისთვის: რა არის აკრძალული

საქართველოში უცხოელი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს მოქალაქის თანაბრად აგებს. აქ შევკრიბეთ წესები, რომლებსაც ჩამოსულები ყველაზე ხშირად არღვევენ — და რა მოჰყვება თითოეულს.

- კონფიდენციალურობა

- ქართული · English · Русский

- პირველი კონსულტაცია უფასოა

- ყველა ინსტანციის სასამართლოში

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-17 მუხლით, უცხოელი საქართველოს მოქალაქესთან თანაბრად აგებს პასუხს, თუ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. გამონაკლისი მხოლოდ დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირებია.
ჯარიმა მცირეა, მაგრამ მისი დავიწყება ძვირი ჯდება: გადაუხდელი ჯარიმა საქართველოში შემოსვლაზე ან ვიზაზე უარის საფუძველია.

## ყველაზე ხშირი დარღვევები და ჯარიმები

რა არის აკრძალულირა მოჰყვებაალკოჰოლის სმა ქუჩაში, პარკში, სკვერში, სტადიონზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა მაღაზიისა, კაფესა და ბარისა)50–150 ლარი; 1 წელში განმეორებით — 500 ლარი ან 15 დღემდე პატიმრობა (171-ე მუხლი)უხამსი ქცევა საზოგადოებრივ ადგილას — გაშიშვლება, სექსუალური ქცევა, ქუჩაში ფიზიოლოგიური მოთხოვნილება100–200 ლარი (171-ე მუხლი)მოწევა შენობაში, სადაც აკრძალულია, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, კიბეზე, ლიფტში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში100 ლარი; 1 წელში მეორედ — 200, შემდეგ — 300 ლარი (171¹ მუხლი)ლანძღვა-გინება ქუჩაში, ხალხისადმი შეურაცხმყოფელი აკვიატება (წვრილმანი ხულიგნობა)500–3 000 ლარი ან 20 დღემდე პატიმრობა (166-ე მუხლი)პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან პოლიციელის შეურაცხყოფა2 000–5 000 ლარი ან 60 დღემდე პატიმრობა (173-ე მუხლი)ნასვამი მართვა — 0,3 პრომილედანმართვის უფლების ჩამორთმევა 6 თვით; 0,7 პრომილეზე მეტი ან შემოწმებაზე უარი — 1 წლით (116-ე მუხლი)

## მარიხუანა და მედიკამენტები

- მარიხუანის მოხმარება ქუჩაში, პარკში, კაფეში ან ტრანსპორტში — 800-დან 1 200 ლარამდე; მცირე ოდენობით შენახვა — 500 ლარი

- მცირე ოდენობაზე მეტი, გასაღება, თუნდაც უფასოდ, საქართველოში შემოტანა ან მცენარის მოყვანა — დანაშაულია

- ზოგი წამალი, მაგალითად ლირიკა (პრეგაბალინი) ან ტრამადოლი, საქართველოში კონტროლდება — შემოტანამდე შეამოწმეთ წესები

## საზღვარი, ვადა და დოკუმენტები

- აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში შესვლა ზუგდიდის ან გორის გარდა სხვა მხრიდან, მაგალითად რუსეთიდან, დანაშაულია — ჯარიმა ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა (სისხლის სამართლის კოდექსის 322¹ მუხლი)

- ყოფნის ვადის გადაცილება — 1 000-დან 3 000 ლარამდე და შემოსვლის აკრძალვა 6 თვიდან 3 წლამდე (191-ე მუხლი)

- 30 000 ლარზე მეტი ნაღდი ფული საზღვარზე უნდა დეკლარირდეს — თორემ ჯარიმა ან ჩამორთმევაა

- ტურისტს 2026 წლიდან ჯანმრთელობის დაზღვევა სჭირდება, სულ მცირე 30 000 ლარის დაფარვით

- კაზინოში და აზარტულ თამაშებში უცხოელი 18 წლიდან მონაწილეობს

## რა ვქნა, თუ დამაჯარიმეს

ჯარიმა ჩაბარებიდან 30 დღეში უნდა გადაიხადოთ, მერე საურავი ერიცხება. თუ არ ეთანხმებით, გასაჩივრებისთვის 10 დღე გაქვთ. თუ ადმინისტრაციულად დაგაკავეს, 24 საათში სასამართლოს უნდა წარგადგინონ — ამ დროს ადვოკატი უკვე გჭირდებათ.

## ჩვენი მომსახურება

- ჯარიმის ან ადმინისტრაციული ოქმის გასაჩივრება 10 დღეში

- დაცვა სასამართლოში ადმინისტრაციული პატიმრობის საქმეზე

- დაცვა სისხლის სამართლის საქმეში — ნარკოტიკი, ოკუპირებული ტერიტორიები

- ვადის გადაცილების ჯარიმისა და შემოსვლის აკრძალვის გასაჩივრება

- გადაუხდელი ჯარიმების შემოწმება საქართველოში ჩამოსვლამდე

## კითხვები და პასუხები

### შეიძლება საქართველოში ქუჩაში ალკოჰოლის დალევა?

არა. ქუჩაში, პარკში, სკვერში, სტადიონზე და ტრანსპორტში სმა 50-დან 150 ლარამდე ჯარიმით ისჯება. შეიძლება მაღაზიაში, კაფესა და ბარში.

### უცხოელს იგივე ჯარიმა აქვს, რაც საქართველოს მოქალაქეს?

დიახ. კანონით უცხოელი მოქალაქის თანაბრად აგებს პასუხს. გამონაკლისია დიპლომატიური იმუნიტეტი.

### მარიხუანა საქართველოში ლეგალურია?

კერძო საცხოვრებელში მოხმარება არ ისჯება, თუ იქ არასრულწლოვანი არ არის — მის თანდასწრებით, სახლშიც, ჯარიმა 1 000-დან 1 500 ლარამდეა (45¹ მუხლი). სხვა შენობაში მოხმარება 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმაა, ქუჩაში, კაფეში ან ტრანსპორტში — 800-დან 1 200 ლარამდე, მცირე ოდენობით შენახვა — 500 ლარი. გასაღება და შემოტანა დანაშაულია.

### რა ხდება, თუ ჯარიმა არ გადავიხადე და წავედი?

შემდეგ ჩამოსვლისას შეიძლება შემოსვლაზე ან ვიზაზე უარი გითხრან. ჯარიმა და საურავი საზღვრის კვეთისას უნდა გადაიხადოთ.

## სამართლებრივი საფუძველი

- [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი](https://matsne.gov.ge/ka/document/view/28216)

- [სისხლის სამართლის კოდექსი](https://matsne.gov.ge/ka/document/view/16426)

- [„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი](https://matsne.gov.ge/ka/document/view/2278806)

- [საქართველოს საბაჟო კოდექსი](https://matsne.gov.ge/ka/document/view/4598501)

ოფიციალური ტექსტები — საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

მნიშვნელოვანია: ამ გვერდზე მოცემული ინფორმაცია ზოგადია და მომზადებულია გამოქვეყნების დღეს მოქმედი კანონმდებლობით.
კანონი იცვლება, თითოეული საქმე კი განსხვავებულია — ამიტომ ეს ინფორმაცია არ ცვლის ადვოკატის კონსულტაციას. სანამ მის საფუძველზე რამეს გადაწყვეტთ, დაგვიკავშირდით. MMLAW არ აგებს პასუხს მხოლოდ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

დაკავშირებული სფერო: [ადმინისტრაციული სამართალი](https://mmlaw.ge/ka/administratsiuli-samartlis-advokati/)

## დაკავშირებული თემები

- [#უცხოელებისთვის](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/)

- [#სახელმწიფო უწყებები](https://mmlaw.ge/ka/administratsiuli-samartlis-advokati/)

- [#თქვენი უფლებები](https://mmlaw.ge/ka/blogi/tkveni-uplebebi-dakavebisas/)

-
- [ვიდეოჯარიმა და პატრულის ჯარიმა: შემოწმება და გადახდა](https://mmlaw.ge/ka/blogi/jarimis-shemotsmeba-da-gadakhda/)

-
- [ბინადრობის ნებართვა · უცხოელებისთვის](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/binadrobis-nebartva/)

-
- [სისხლის სამართლის საქმეები · უცხოელებისთვის](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/siskhlis-samartlis-sakmeebi/)

-
- [ბინადრობის ნებართვა: რომელი ტიპი გჭირდებათ?](https://mmlaw.ge/ka/blogi/binadrobis-nebartvis-tipebi/)

-
- [საქართველოში შემოსვლაზე უარი: მიზეზები და რა ვქნა](https://mmlaw.ge/ka/blogi/shemosvlaze-uari-sakartveloshi/)

-
- [საქართველოში ყოფნის ვადის გადაცილება: ჯარიმა და აკრძალვა](https://mmlaw.ge/ka/blogi/qopnis-vadis-gadatsileba/)

-
- [უცხოელი დააკავეს საქართველოში: უფლებები და პირველი ნაბიჯები](https://mmlaw.ge/ka/blogi/utskhoeli-dakaves-sakartveloshi/)

-
- [საქართველოდან გაძევება: საფუძვლები, ვადები და გასაჩივრება](https://mmlaw.ge/ka/blogi/sakartvelodan-gadzeveba/)

უცხოელებისთვის

## რაში დაგეხმარებით

- [სისხლის სამართლის საქმეები](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/siskhlis-samartlis-sakmeebi/) — დაცვა დაკავების ან ბრალდების შემთხვევაში — თარჯიმნით და საკონსულოსთან კავშირით.

- [იმიგრაციული საქმეები](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/imigratsiuli-advokati/) — შემოსვლაზე უარის მიზეზის გარკვევა 1 300 ₾, ვადის გადაცილება, გაძევება და ბინადრობაზე უარის გასაჩივრება — სწრაფად და თქვენს ენაზე.

- [ქონების შეძენა](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/konebis-shedzena/) — ქონების შემოწმება, უსაფრთხო ხელშეკრულება და საკუთრების რეგისტრაცია — ადგილზე ან დისტანციურად.

- [დავა დეველოპერთან](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/dava-developertan/) — მშენებლობა გვიანდება, დეველოპერი არ აბრუნებს თანხას ან ბინაზე იპოთეკაა — ვიცავთ მყიდველის ინტერესებს.

- [კომპანია და ბიზნესი](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/kompaniis-registratsia/) — შპს-ის რეგისტრაცია უცხოელისთვის 1 800 ₾-დან, ვირტუალური მისამართი და საბანკო ანგარიშის გახსნა — პირადად ან დისტანციურად.

- [მუშაობის ნებართვა და ი/მ](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/mushaobis-nebartva-da-im/) — შრომითი საქმიანობის უფლება, ი/მ-ის რეგისტრაცია, მცირე ბიზნესის 1% და შესაბამისი ბინადრობა.

- [ბინადრობის ნებართვა](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/binadrobis-nebartva/) — სამუშაო, ბიზნეს, ქონებრივი, საოჯახო და საინვესტიციო ბინადრობა — განაცხადი, გაგრძელება და გასაჩივრება.

- [საოჯახო საქმეები](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/saojakho-sakmeebi/) — საერთაშორისო განქორწინება, ბავშვები და ალიმენტი, უცხოური გადაწყვეტილებების ცნობა.

- [IT კომპანიები და სპეციალისტები](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/it-kompaniebi-da-spetsialistebi/) — IT-ის სამი საგადასახადო რეჟიმი: ინდ. მეწარმე 1%, ვირტუალური ზონა და საერთაშორისო კომპანია 5% — პირობები და 2026 წლის ცვლილება.

- [აზარტული ბიზნესის ნებართვა](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/kazinos-da-totalizatoris-nebartva/) — კაზინო, სლოტები, ტოტალიზატორი, ონლაინ და „საერთაშორისო“ ნებართვა საქართველოში: ვინ იღებს, რა პირობებით და რა ეკრძალება ორგანიზატორს.

- [საქართველოს მოქალაქეობა უცხოელისთვის](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/moqalaqeoba-utskhoelistvis/) — ჩვეულებრივი წესი (10 წელი), ქორწინებით (5 წელი), საგამონაკლისო წესი და საქართველოში დაბადებულთა წესი — 2027 წლამდე.

- [ქორწინება საქართველოში უცხოელებისთვის](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/kortsineba-utskhoelebistvis/) — როგორ დაქორწინდნენ უცხოელები საქართველოში: პირობები, დოკუმენტები, აპოსტილი, მოწმეები და მოწმობის გამოყენება საზღვარგარეთ.

- [მართვის მოწმობა უცხოელისთვის](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/martvis-motsmoba-utskhoelistvis/) — უცხოური მოწმობით მართვა 1 წელი, გაცვლა გამოცდის გარეშე, ქართული მოწმობა 185 დღის წესით და ჯარიმა მოწმობის გარეშე მართვისთვის.

- [საბანკო ანგარიში არარეზიდენტისთვის](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/sabanko-angarishi-utskhoelistvis/) — როგორ გახსნას უცხოელმა პირადი ან ბიზნეს ანგარიში ქართულ ბანკში, რას ითხოვს ბანკი, რატომ ამბობს უარს და როგორ მოემზადოთ.

- [საგადასახადო რეზიდენტობა](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/sagadasakhado-rezidentoba/) — როდის ხდებით საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი, რეზიდენტობის ცნობა, HNWI სტატუსი და უცხოური შემოსავლის გათავისუფლება.

- [ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/ormagi-dabegvris-khelshekrulebebi/) — საქართველოს 58 ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულება: როგორ მუშაობს და რა განაკვეთებია ბრიტანეთთან, გერმანიასთან და აშშ-თან.

- [კრიპტოვალუტა: გადასახადი და VASP რეგისტრაცია](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/kriptovaluta-sakartveloshi/) — ფიზიკური პირის კრიპტო შემოსავალი გადასახადისგან თავისუფალია; კრიპტო ბიზნესს ეროვნული ბანკის VASP რეგისტრაცია სჭირდება.

- [კომპანიის შემოწმება საქმიან ურთიერთობამდე](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/kompaniis-shemotsmeba/) — ქართული კომპანიის შემოწმება ხელშეკრულებამდე: მეწარმეთა რეესტრი, გირავნობა, მოვალეთა რეესტრი, სასამართლო და ვალები.

- [მიწა უცხოელისთვის](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/mitsis-yidva-utskhoelistvis/) — უცხოელს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა შეუძლია; სასოფლო-სამეურნეო მიწა — მხოლოდ მემკვიდრეობით ან საინვესტიციო გეგმით.

- [დისტანციური მუშაობა საქართველოდან](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/distantsiuri-mushaoba-utskhoelistvis/) — უცხოელი, რომელიც საქართველოდან უცხოურ კომპანიას უმუშავებს: უვიზო ყოფნა, სამუშაო ნებართვა, 20% გადასახადი და ინდმეწარმის 1%.

- [ბავშვის დაბადება საქართველოში უცხოელი მშობლებისთვის](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/bavshvis-dabadeba-sakartveloshi/) — უცხოელი მშობლების ბავშვი საქართველოში: დაბადების მოწმობა, აპოსტილი, მოქალაქეობა, ბინადრობა და ბავშვთან ერთად ქვეყნიდან გასვლა.

- [უცხოური ნომრებით ავტომობილი და განბაჟება](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/utskhouri-nomrit-manqana/) — უცხოური ნომრით ავტომობილი საქართველოში: 90 დღე, სასაზღვრო დაზღვევა, ჯარიმები, გაყიდვა და განბაჟების აქციზი 2026 წლიდან.

- [რამდენ ხანს შეიძლება ყოფნა](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/sakartveloshi-qopnis-vada/) — უვიზოდ 1 წელი სიის ქვეყნებისთვის, სხვებისთვის — 90 დღე 180-დან ან ვიზა: ვადის დათვლა, ვიზარანი, ბინადრობა, ჯარიმა.

- [უცხოელი მუშაკის დასაქმება](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/utskhoeli-mushakis-dasaqmeba/) — როგორ დაასაქმოთ მუშაკი ინდოეთიდან, ნეპალიდან, ფილიპინებიდან, პაკისტანიდან და სხვა ქვეყნებიდან: უფლება, D1 ვიზა, ვადები და ჯარიმები.

- [რისი შემოტანა შეიძლება საქართველოში](https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/ra-sheidzleba-shemotana-sakartveloshi/) — უბაჟოდ შემოტანა: თვითმფრინავით 3 000 ლარი, სხვა გზით 500 ლარი, ალკოჰოლი, სიგარეტი, ნაღდი ფული და საცხოვრებლად გადმოსვლა.

---
Source: https://mmlaw.ge/ka/utskhoelebistvis/kanonebi-utskhoelebistvis/ · MMLAW · +995 551 00 43 00 · info@mmlaw.ge
