# იურიდიული დახმარება ყველა მნიშვნელოვან სფეროში.

სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, შრომის, კორპორატიული, საოჯახო სამართალი, უძრავი ქონება, ინტელექტუალური საკუთრება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება.

სისხლის სამართალი

## [სისხლის სამართალი](https://mmlaw.ge/ka/siskhlis-samartlis-advokati/)

დაცვა ყველა ეტაპზე — გამოძიებიდან და დაკავებიდან სასამართლომდე და გასაჩივრებამდე.
სისხლის სამართლის საქმეებში დაცვა მოითხოვს გამოცდილებას, სტრატეგიულ აზროვნებას და ერთგულებას კლიენტის მიმართ. MMLAW იცავს კლიენტებს ყველა სახის სისხლის სამართლის საქმეში.
[სისხლის სამართლის ადვოკატი](https://mmlaw.ge/ka/siskhlis-samartlis-advokati/)

## [ნარკოტიკული დანაშაული](https://mmlaw.ge/ka/narkotikuli-danashaulis-advokati/)

დაცვა ნარკოტიკის შეძენის, შენახვის, გასაღებისა და შემოტანის საქმეებზე — ასევე ჯარიმებსა და ადმინისტრაციულ პატიმრობაზე.
ნარკოტიკულ დანაშაულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავი აწესრიგებს. სასჯელი ძირითადად დამოკიდებულია ქმედებაზე (შეძენა და შენახვა, დამზადება და გადაზიდვა, გასაღება, შემოტანა) და ოდენობაზე — მცირე, დიდი თუ განსაკუთრებით დიდი. ოდენობები კანონის დანართითაა განსაზღვრული.
[ნარკოტიკული დანაშაულის ადვოკატი](https://mmlaw.ge/ka/narkotikuli-danashaulis-advokati/)

## [კიბერდანაშაული](https://mmlaw.ge/ka/kiberdanashaulis-advokati/)

დაცვა კიბერდანაშაულის საქმეებში და დახმარება ონლაინ თაღლითობის, ანგარიშის გატეხვისა და შანტაჟის მსხვერპლებს.
კიბერდანაშაული მოიცავს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, მონაცემების უკანონოდ გამოყენებას ან დაზიანებას და ასეთი ქმედებისთვის განკუთვნილი საშუალებების გამოყენებას. ციფრული საშუალებებით ხშირად ხდება ტრადიციული დანაშაულებიც — თაღლითობა, გამოძალვა, მუქარა და პირადი ცხოვრების ხელყოფა.
[კიბერდანაშაულის ადვოკატი](https://mmlaw.ge/ka/kiberdanashaulis-advokati/)

## [ქონებრივი დანაშაული](https://mmlaw.ge/ka/konebrivi-danashaulis-advokati/)

დაცვა ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, თაღლითობის, გამოძალვისა და მითვისება-გაფლანგვის საქმეებზე.
ქონებრივ დანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავი („დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ“) აწესრიგებს. სასჯელი ძირითადად ზიანის ოდენობაზეა დამოკიდებული: 150 ლარზე მეტი მნიშვნელოვან ზიანად ითვლება, 10 000 ლარზე მეტი კი — დიდ ოდენობად.
[ქონებრივი დანაშაულის ადვოკატი](https://mmlaw.ge/ka/konebrivi-danashaulis-advokati/)

## [ეკონომიკური დანაშაული](https://mmlaw.ge/ka/ekonomikuri-danashaulis-advokati/)

დაცვა გადასახადებისგან თავის არიდების, ფულის გათეთრების, საბაჟო და სხვა ეკონომიკური ბრალდებებისას.
ეკონომიკური დანაშაულის საქმეები ხშირად საგადასახადო შემოწმებით, ბანკის შეტყობინებით ან საბაჟო კონტროლით იწყება. ამ ეტაპზე სწორი ნაბიჯები ხშირად წყვეტს, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულამდე მივა თუ არა.
[ეკონომიკური დანაშაულის ადვოკატი](https://mmlaw.ge/ka/ekonomikuri-danashaulis-advokati/)

## [კორუფციული და სამსახურებრივი დანაშაული](https://mmlaw.ge/ka/koruptsiuli-danashaulis-advokati/)

დაცვა ქრთამის აღების ან მიცემის, ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეებზე.
კორუფციული და სამსახურებრივი დანაშაულები სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავშია. ეს მძიმე ბრალდებებია: ქრთამის აღება თავისუფლების აღკვეთით 6 წლიდან ისჯება.
[კორუფციული დანაშაულის ადვოკატი](https://mmlaw.ge/ka/koruptsiuli-danashaulis-advokati/)

## [ძალადობრივი დანაშაული](https://mmlaw.ge/ka/dzaladobrivi-danashaulis-advokati/)

დაცვა ჯანმრთელობის დაზიანების, ცემის, მუქარისა და მკვლელობის საქმეებზე — აუცილებელი მოგერიების ჩათვლით.
ძალადობრივი დანაშაულები სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია — ცემიდან მკვლელობამდე. სასჯელი დამოკიდებულია დაზიანების სიმძიმეზე, რასაც სამედიცინო ექსპერტიზა ადგენს, და დამამძიმებელ გარემოებებზე.
[ძალადობრივი დანაშაულის ადვოკატი](https://mmlaw.ge/ka/dzaladobrivi-danashaulis-advokati/)

## [არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება](https://mmlaw.ge/ka/arasrultslovanta-advokati/)

არასრულწლოვანთა სპეციალიზებული დაცვა — მათი უფლებებისა და მომავლის ფოკუსით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. MMLAW-ის ადვოკატები იცავენ ახალგაზრდების უფლებებს სპეციალიზებულ სასამართლო პროცესებში და ფოკუსირდებიან მათ მომავალსა და რეაბილიტაციაზე.
[არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ადვოკატი](https://mmlaw.ge/ka/arasrultslovanta-advokati/)

ეკონომიკური და ფინანსური საქმეები

## [თაღლითობის საქმეები](https://mmlaw.ge/ka/taghlitobis-sakmeebi/)

დაცვა თაღლითობის ბრალდებისას და დაზარალებულის თანხის დაბრუნება — ინვესტიცია, სესხი, პირამიდა, კრიპტო.
თაღლითობა არის სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, მისაკუთრების მიზნით (სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი). მთავარი საკითხია, იყო თუ არა მოტყუების განზრახვა თავიდანვე — თუ ვალდებულება უბრალოდ ვერ შესრულდა, ეს ხშირად სამოქალაქო დავაა.
[ადვოკატი თაღლითობის საქმეებზე](https://mmlaw.ge/ka/taghlitobis-sakmeebi/)

## [ფინანსური დანაშაულის დაზარალებულები](https://mmlaw.ge/ka/finansuri-danashaulis-dazaralebulebi/)

2025 წლის ახალი წესით: კომპენსაცია, ქონებაზე ყადაღა და მსჯავრდებულისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა.
2025 წლის სექტემბერში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს დაემატა დაზარალებულის კომპენსაციის წესი (165³–165⁸ მუხლები). გამამტყუნებელი განაჩენით მსჯავრდებულს კომპენსაციის გადახდა ეკისრება, თუ ის ცნობილია დამნაშავედ, მაგალითად, დიდი ოდენობით თაღლითობის, გამოძალვის ან მითვისებისთვის, 10 000 ლარზე მეტი ზიანით ნივთის დაზიანებისთვის, საწარმოში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ან ფინანსური სარგებლის მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან სისტემის ხელყოფისთვის, რამაც 10 000 ლარზე მეტი ზიანი გამოიწვია (სისხლის სამართლის კოდექსის 286¹ მუხლი) — და დაზარალებული წერილობით არ თქვა უარი კომპენსაციაზე.
[ფინანსური დანაშაულის დაზარალებული](https://mmlaw.ge/ka/finansuri-danashaulis-dazaralebulebi/)

## [საგადასახადო დავები](https://mmlaw.ge/ka/sagadasakhado-advokati/)

საგადასახადო შემოწმება, მოთხოვნის გასაჩივრება, დავალიანების შემცირება და დაცვა 218-ე მუხლით.
საგადასახადო დავა ორეტაპიანია: საჩივარი ჯერ შემოსავლების სამსახურში შეიტანება, შემდეგ — ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. გასაჩივრების ვადა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღეა — მისი გაშვება დავას თითქმის გამორიცხავს.
[საგადასახადო ადვოკატი](https://mmlaw.ge/ka/sagadasakhado-advokati/)

## [ფულის გათეთრების საქმეები](https://mmlaw.ge/ka/pulis-gatetreba/)

დაცვა 194-ე მუხლით ბრალდებისას, დაყადაღებული ანგარიშები და ქონების წარმოშობის დასაბუთება.
ფულის გათეთრება (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) არის უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა, მისი წარმოშობის დამალვის მიზნით (194-ე მუხლი). დაუსაბუთებელი ქონება ისეთია, რომლის კანონიერად მოპოვების დოკუმენტები არ არსებობს — ამიტომ ამ საქმეებში დოკუმენტები და ფინანსური ისტორია გადამწყვეტია.
[ფულის გათეთრების საქმეები](https://mmlaw.ge/ka/pulis-gatetreba/)

## [ქონებაზე ყადაღა და ჩამორთმევა](https://mmlaw.ge/ka/konebaze-yadagha-da-chamortmeva/)

ყადაღა ქონებასა და ანგარიშებზე სისხლის სამართლის საქმეში, ქონების ჩამორთმევა და დაუსაბუთებელი ქონების საქმეები.
სისხლის სამართლის საქმეში სასამართლოს შეუძლია ყადაღა დაადოს ბრალდებულის ან მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ, ან ის დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული (საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლი). განაჩენით სასამართლოს შეუძლია ჩამოართვას დანაშაულის საგანი, იარაღი და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება (სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლი).
[ქონებაზე ყადაღა და ქონების ჩამორთმევა](https://mmlaw.ge/ka/konebaze-yadagha-da-chamortmeva/)

## [უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეები](https://mmlaw.ge/ka/uplebamosilebis-borotad-gamoyeneba/)

მოხელეებისა და კომპანიის ხელმძღვანელების დაცვა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და გადამეტების საქმეებში.
მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (332-ე მუხლი) და გადამეტება (333-ე მუხლი) დანაშაულია, თუ ამან პირის, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. კერძო კომპანიის ხელმძღვანელზე ვრცელდება 220-ე მუხლი — უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საწარმოში — და 220¹-ე მუხლი, გულგრილობა.
[სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება](https://mmlaw.ge/ka/uplebamosilebis-borotad-gamoyeneba/)

## [კონტრაბანდისა და საბაჟო საქმეები](https://mmlaw.ge/ka/kontrabanda/)

დაცვა 214-ე მუხლით: საქონლის გადატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, ყალბი დეკლარაცია, ძვირფასეულობა.
საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით ან დეკლარაციაში ყალბი მონაცემებით დანაშაულია (214-ე მუხლი). დიდ ოდენობად ითვლება საბაჟო ღირებულება 15 000 ლარზე მეტი, განსაკუთრებით დიდად — 25 000 ლარზე მეტი; სამალავით ან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთით შემოტანისას ზღვრები 5 000 და 15 000 ლარია.
[კონტრაბანდა და საბაჟო დარღვევები](https://mmlaw.ge/ka/kontrabanda/)

## [დირექტორის პასუხისმგებლობა და გაკოტრება](https://mmlaw.ge/ka/direktoris-pasukhismgebloba/)

შპს-ის დირექტორის და პარტნიორის პასუხისმგებლობა, გადახდისუუნარობა და კრედიტორების მოთხოვნები.
დირექტორი კომპანიის საქმეებს კეთილსინდისიერად და გონივრული სიფრთხილით უნდა უძღვებოდეს. ამ მოვალეობის დარღვევისას ის კომპანიის წინაშე ზიანზე შეიძლება აგებდეს პასუხს, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში — სისხლის სამართლის წესითაც, მაგალითად, საწარმოში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის (220-ე მუხლი), გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ან მითვისებისთვის.
[დირექტორის პასუხისმგებლობა და კომპანიის გაკოტრება](https://mmlaw.ge/ka/direktoris-pasukhismgebloba/)

## [ნარკოტიკის შეძენა-შენახვის საქმეები](https://mmlaw.ge/ka/narkotikis-shenakhva-mukhli-260/)

დაცვა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებისას: 260-ე მუხლი, ოდენობები, მცირე ოდენობა და ადმინისტრაციული საქმე.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა ან შენახვა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ისჯება — თუ ოდენობა მცირეზე მეტია. მცირე ოდენობით შეძენა-შენახვა ან მოხმარება, როგორც წესი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა; განმეორებისას კი — 273-ე მუხლით დანაშაული. ამ მუხლის მიზნებისთვის მოხმარებად არ ითვლება მცენარე კანაფისა და მარიხუანის მოხმარება, ამიტომ მისი განმეორებითი მოხმარება 273-ე მუხლით დანაშაული არ არის.
[260-ე მუხლი](https://mmlaw.ge/ka/narkotikis-shenakhva-mukhli-260/)

## [ნასამართლობის მოხსნა](https://mmlaw.ge/ka/nasamartlobis-mokhsna/)

როდის ქარწყლდება ნასამართლობა ავტომატურად და როგორ მოვხსნათ ის სასამართლოს გზით ვადაზე ადრე.
სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლით, პირი ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე. გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში აღარ მიიღება. სასჯელისგან გათავისუფლებული პირი ნასამართლობის არმქონედ ითვლება (79-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
[ნასამართლობის მოხსნა და გაქარწყლება](https://mmlaw.ge/ka/nasamartlobis-mokhsna/)

## [პირობით ვადამდე გათავისუფლება](https://mmlaw.ge/ka/pirobit-vadamde-gatavisupleba/)

როდის შეიძლება მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლება, ვინ წყვეტს და როგორ მოვემზადოთ საბჭოსთვის.
სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლით, ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს წყვეტს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის ან შინაპატიმრობის შემთხვევაში — სასამართლო. განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულზე ეს წესი არ ვრცელდება.
[პირობით ვადამდე გათავისუფლება](https://mmlaw.ge/ka/pirobit-vadamde-gatavisupleba/)

## [ფინანსური პირამიდის და საინვესტიციო თაღლითობის საქმეები](https://mmlaw.ge/ka/finansuri-piramida/)

კრიპტო, ფორექსი და „მაღალი შემოსავლის“ სქემები: დაზარალებულის თანხის დაბრუნება და დაცვა ორგანიზატორის ან მონაწილის ბრალდებისას.
ასეთი სქემები, როგორც წესი, თაღლითობად ფასდება (180-ე მუხლი), ფულის მოძრაობა კი შეიძლება ფულის გათეთრებადაც (194-ე მუხლი). დიდი ოდენობით თაღლითობისას მსჯავრდებულს 2025 წლიდან დაზარალებულის კომპენსაცია ეკისრება, თუ დაზარალებული წერილობით უარს არ იტყვის. თუ მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეა ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, სანამ არ გადაიხდის, საქართველოდან გასვლაც ეკრძალება — თუ დაზარალებული ამ აკრძალვაზე წერილობით უარს არ იტყვის.
[ფინანსური პირამიდა და საინვესტიციო თაღლითობა](https://mmlaw.ge/ka/finansuri-piramida/)

## [დახმარება პირადი ფოტოებით შანტაჟისას](https://mmlaw.ge/ka/shantazhi-piradi-potoebit/)

გემუქრებიან პირადი ფოტოების ან ინფორმაციის გავრცელებით? ვიცავთ დაზარალებულს: საქმე, კონტენტის წაშლა, ზიანის ანაზღაურება.
ასეთ საქმეში შეიძლება ერთდროულად რამდენიმე დანაშაული იყოს: გამოძალვა (181-ე მუხლი), თუ ფულს ან ქონებას ითხოვენ; პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა (157¹-ე მუხლი); პერსონალური მონაცემების გავრცელება (157-ე მუხლი); კერძო საუბრის ფარული ჩაწერა (158-ე მუხლი).
[შანტაჟი პირადი ფოტოებით და პირადი ცხოვრების დაცვა](https://mmlaw.ge/ka/shantazhi-piradi-potoebit/)

## [ხანდაზმული სესხის საქმეები](https://mmlaw.ge/ka/khandazmuli-seskhi/)

როდის ხდება სესხი ხანდაზმული, რა აგრძელებს ვადას და როგორ დავიცვათ თავი სასამართლოში ან კოლექტორთან.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით, სახელშეკრულებო მოთხოვნის — მათ შორის სესხის — ხანდაზმულობის ვადა 3 წელია, უძრავ ნივთთან დაკავშირებულისა კი 6 წელი. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის ვადაც 3 წელია. ვადა იწყება მაშინ, როცა კრედიტორმა შეიტყო ან უნდა შეეტყო დარღვევის შესახებ (130-ე მუხლი). ყოველთვიური გადასახდელით სესხზე ვადა საიდან აითვლება — ყოველი გადასახდელიდან ცალკე თუ მთელი სესხის ვადიდან — ხელშეკრულებასა და სასამართლო პრაქტიკაზეა დამოკიდებული.
[ხანდაზმული სესხი: სესხის ხანდაზმულობის ვადა და დაცვა](https://mmlaw.ge/ka/khandazmuli-seskhi/)

## [შემაკავებელი და დამცავი ორდერის საქმეები](https://mmlaw.ge/ka/shemakavebeli-da-damtsavi-orderi/)

ორდერის მოთხოვნა, გასაჩივრება, გაუქმება და დარღვევის საქმეები — როგორც მსხვერპლისთვის, ისე იმ პირისთვის, ვის მიმართაც გაიცა.
შემაკავებელ ორდერს პოლიცია გამოსცემს 1 თვემდე ვადით და ის გამოცემისთანავე მოქმედებს. დამცავ ორდერს სასამართლო გამოსცემს 9 თვემდე ვადით; საფრთხის შენარჩუნებისას ის შეიძლება გაგრძელდეს დამატებით არაუმეტეს 3 თვით. ორდერით შეიძლება მოძალადეს აეკრძალოს საერთო სახლში ყოფნა, მსხვერპლთან მიახლოება, იარაღით სარგებლობა, ან დაუწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა.
[შემაკავებელი და დამცავი ორდერი](https://mmlaw.ge/ka/shemakavebeli-da-damtsavi-orderi/)

## [ყადაღის მოხსნა ანგარიშზე და ქონებაზე](https://mmlaw.ge/ka/yadaghis-mokhsna/)

როგორ მოვხსნათ აღსრულების ბიუროს ყადაღა ანგარიშიდან, ხელფასიდან ან ქონებიდან — გასაჩივრება, შეთანხმება და ვადები.
ყადაღა, როგორც წესი, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ედება — სასამართლოს გადაწყვეტილების, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის ან ჯარიმის აღსასრულებლად. მისი მოხსნის გზა იმაზეა დამოკიდებული, რა იყო საფუძველი და რამდენი ხნის წინ დაიწყო აღსრულება.
[ყადაღის მოხსნა საბანკო ანგარიშზე და ქონებაზე](https://mmlaw.ge/ka/yadaghis-mokhsna/)

## [შეწყალება და ამნისტია](https://mmlaw.ge/ka/shetsqaleba-da-amnistia/)

რა განსხვავებაა შეწყალებასა და ამნისტიას შორის, ვინ წყვეტს და როგორ მოვამზადოთ შეწყალების თხოვნა.
შეწყალება ინდივიდუალური აქტია: კონსტიტუციით მსჯავრდებულს საქართველოს პრეზიდენტი იწყალებს. შეწყალების საქმეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური ამზადებს, გადაწყვეტილებას კი პრეზიდენტი იღებს. წესი პრეზიდენტის 2019 წლის 26 ნოემბრის №556 ბრძანებულებითაა დამტკიცებული (სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლი).
[შეწყალება და ამნისტია 2026](https://mmlaw.ge/ka/shetsqaleba-da-amnistia/)

## [მართვის უფლების შეჩერების საქმეები](https://mmlaw.ge/ka/martvis-uplebis-shecheroba/)

რა შემთხვევაში ჩერდება მართვის უფლება — ნასვამი მართვა, შემოწმებაზე უარი, გადაუხდელი ჯარიმა — და როგორ გავასაჩივროთ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა 0,3-დან 0,7 პრომილემდე მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას იწვევს, 0,7 პრომილეზე მეტი ან შემოწმებაზე უარი — 1 წლით. თუ ამას ავტომობილის, ქონების ან ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც ახლავს — 2 000 ლარის ჯარიმა და 3 წლით შეჩერება.
[მართვის მოწმობის ჩამორთმევა: 6 თვე, 1 წელი, 3 წელი](https://mmlaw.ge/ka/martvis-uplebis-shecheroba/)

## [ჯარიმის გასაჩივრება](https://mmlaw.ge/ka/jarimis-gasachivreba/)

საპატრულო, ვიდეო და სხვა ადმინისტრაციული ჯარიმის გასაჩივრება 10 დღეში — ზემდგომ ორგანოში და სასამართლოში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, დადგენილება ჯარიმის შესახებ საჩივრდება მხარისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. საპატიო მიზეზით გაშვებული ვადა შეიძლება აღდგეს. ორგანოს ან თანამდებობის პირის დადგენილება, როგორც წესი, ჯერ ზემდგომ ორგანოში საჩივრდება, მისი გადაწყვეტილება კი — სასამართლოში.
[ჯარიმის გასაჩივრება: ვიდეო, პატრული, პარკირება](https://mmlaw.ge/ka/jarimis-gasachivreba/)

## [მორალური ზიანის ანაზღაურება](https://mmlaw.ge/ka/moraluri-zianis-anazghaureba/)

როდის შეიძლება მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა — ჯანმრთელობის დაზიანება, ღირსების შელახვა, უკანონო პატიმრობა.
სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით, არაქონებრივი (მორალური) ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება მოითხოვოთ — გონივრული და სამართლიანი ოდენობით. სხეულის დაზიანებისას ან ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენებისას მორალური ზიანის ანაზღაურება ყოველთვის შეიძლება.
[მორალური ზიანის ანაზღაურება](https://mmlaw.ge/ka/moraluri-zianis-anazghaureba/)

## [მამობის დადგენა](https://mmlaw.ge/ka/mamobis-dadgena/)

მამობის დადგენა და სადავოდ გახდომა: გენეტიკური ექსპერტიზა, ვადები და შედეგები — ალიმენტი, მემკვიდრეობა, გვარი.
სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლით, დაუქორწინებელი მშობლებისგან ბავშვის წარმოშობა მშობლების ერთობლივი განცხადებით დგინდება. თუ ასეთი განცხადება არ არსებობს, მამობა სასამართლო წესით დგინდება — ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის, იმ პირის, ვის კმაყოფაზეც ბავშვია, ან თავად ბავშვის განცხადებით სრულწლოვანების შემდეგ.
[მამობის დადგენა სასამართლოს გზით](https://mmlaw.ge/ka/mamobis-dadgena/)

## [ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა — თანხმობა და დავა](https://mmlaw.ge/ka/bavshvis-sazghvargaret-gayvana/)

სჭირდება თუ არა მეორე მშობლის თანხმობა ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანას, პასპორტი და რა ხდება, თუ მშობლები ვერ თანხმდებიან.
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლით, 16 წლამდე ბავშვის დროებითი გასვლა შესაძლებელია ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის) ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 16-დან 18 წლამდე, თუ ქორწინებაში არ არის, — ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
[ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა: მშობლის თანხმობა](https://mmlaw.ge/ka/bavshvis-sazghvargaret-gayvana/)

## [სამსახურიდან გათავისუფლების გასაჩივრება](https://mmlaw.ge/ka/samsakhuridan-gatavisuplebis-gasachivreba/)

დაგითხოვეს? გაარკვიეთ, კანონიერი იყო თუ არა: დასაბუთების მოთხოვნა 30 დღეში, სარჩელი, სამსახურში აღდგენა და განაცდური.
შრომის კოდექსის 47-ე მუხლით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მხოლოდ კანონში ჩამოთვლილი საფუძვლით შეიძლება — მაგალითად, შტატების შემცირება, ვალდებულების უხეში დარღვევა, მხარეთა შეთანხმება ან ხელშეკრულების ვადის გასვლა. დაუშვებელია დათხოვნა დისკრიმინაციის ნიშნით, ასევე ორსულობის შესახებ შეტყობინებიდან დეკრეტული და ბავშვის მოვლის შვებულების დასრულებამდე — კანონით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა.
[სამსახურიდან გათავისუფლების გასაჩივრება](https://mmlaw.ge/ka/samsakhuridan-gatavisuplebis-gasachivreba/)

## [შრომითი უფლებების დაცვა — შვებულება, დეკრეტული, ხელფასი](https://mmlaw.ge/ka/shromis-kodeksi-shvebuleba-khelpasi/)

შრომის კოდექსი მარტივად: სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური, შვებულება, დეკრეტული, ხელფასის დაგვიანება და საბოლოო ანგარიშსწორება.
ნორმირებული სამუშაო დრო კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს (უწყვეტი რეჟიმის მქონე სპეციფიკურ საწარმოებში — 48 საათს), ხოლო სამუშაო დღეებს შორის დასვენება 12 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს. ზეგანაკვეთური სამუშაო მხარეთა შეთანხმებით სრულდება და გაზრდილი საათობრივი განაკვეთით ანაზღაურდება — ან, შეთანხმებით, დამატებითი დასვენების დროით.
[შრომის კოდექსი: შვებულება, დეკრეტული, ხელფასი](https://mmlaw.ge/ka/shromis-kodeksi-shvebuleba-khelpasi/)

## [მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვა](https://mmlaw.ge/ka/movaleta-reestri/)

რას ნიშნავს მოვალეთა რეესტრში ყოფნა, როგორ შევამოწმოთ, რა იზღუდება და როგორ მოვხვდეთ რეესტრიდან ამორიცხვამდე.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 19¹ მუხლით, პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება მაშინვე, როგორც კი მის მიმართ ფულადი მოთხოვნის აღსრულება დაიწყება. რეესტრს აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს; მისი მონაცემები საჯაროა, ხოლო ამონაწერი გაიცემა განცხადებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, საფასურის გადახდით. რეესტრში არ შეიტანება, მაგალითად, მოვალე, რომლის ვალიც იპოთეკით ან გირავნობით არის უზრუნველყოფილი.
[მოვალეთა რეესტრი: გადამოწმება ონლაინ, ნომერი და ამორიცხვა](https://mmlaw.ge/ka/movaleta-reestri/)

## [მეუღლეთა ქონების გაყოფის საქმეები](https://mmlaw.ge/ka/meughleta-konebis-gayofa/)

რა ითვლება საერთო ქონებად, როგორ იყოფა ბინა, სესხი და ბიზნესი, რა ხდება, თუ ქონება ერთ-ერთის სახელზეა, და ვადა — 3 წელი.
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მეუღლეთა საერთო საკუთრებაა, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი — მაშინაც, თუ ერთ-ერთი მეუღლე ოჯახს და შვილებს უვლიდა და დამოუკიდებელი შემოსავალი არ ჰქონია. გაყოფისას წილები თანაბარია, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
[მეუღლეთა ქონების გაყოფა განქორწინებისას](https://mmlaw.ge/ka/meughleta-konebis-gayofa/)

## [ანდერძის შედგენა და გასაჩივრება](https://mmlaw.ge/ka/anderdzis-shedgena-da-gasachivreba/)

როგორ შევადგინოთ ნამდვილი ანდერძი, რომელი ფორმა აირჩიოთ, ვის ეკუთვნის სავალდებულო წილი და როგორ გავასაჩივროთ ანდერძი 2 წელიწადში.
ანდერძის შედგენა შეუძლია სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, რომელსაც იმ მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს თავისი მოქმედება. ანდერძი პირადად უნდა შედგეს — წარმომადგენლის მეშვეობით ეს დაუშვებელია. ერთობლივი ანდერძი მხოლოდ მეუღლეებს შეუძლიათ, ერთმანეთის მემკვიდრეობის შესახებ. ანდერძის შეცვლა ან გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
[ანდერძის შედგენა და გასაჩივრება](https://mmlaw.ge/ka/anderdzis-shedgena-da-gasachivreba/)

## [ვალის დაბრუნება](https://mmlaw.ge/ka/valis-dabruneba/)

ვალს არ გიბრუნებენ? პრეტენზია, სარჩელი, ქონებაზე ყადაღა, აღსრულება და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი — სასამართლოს გარეშეც.
სესხის დაბრუნების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 3 წელია (სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი) — როგორც წესი, იმ დღიდან, როცა ვალი უნდა დაებრუნებინათ. ამიტომ ნუ დაელოდებით: ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია თქვას, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.
[ვალის დაბრუნება](https://mmlaw.ge/ka/valis-dabruneba/)

## [ხელშეკრულების შედგენა და შემოწმება](https://mmlaw.ge/ka/khelshekrulebis-shedgena/)

ნასყიდობა, ქირავნობა, სესხი, მომსახურება, ნარდობა — ვადგენთ და ვამოწმებთ ხელშეკრულებებს, სანამ ხელს მოაწერთ. ქართულად, ინგლისურად და რუსულად.
ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა მხარეები ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი). თუ კანონი ან თავად მხარეები განსაზღვრულ ფორმას ითხოვენ, ხელშეკრულება მხოლოდ ამ ფორმის დაცვით შედის ძალაში. მაგალითად, უძრავი ქონების შესაძენად აუცილებელია წერილობითი ხელშეკრულება და საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
[ხელშეკრულების შედგენა და შემოწმება](https://mmlaw.ge/ka/khelshekrulebis-shedgena/)

## [ოჯახის წევრისთვის აზარტული თამაშების აკრძალვა](https://mmlaw.ge/ka/azartuli-tamashebis-akrdzalva/)

ოჯახის წევრი აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული? სასამართლოს ბრძანებით მას 5 წლით აეკრძალება კაზინო, სლოტები, ტოტალიზატორი და ონლაინ თამაში.
დამოკიდებულ პირთა სიას შემოსავლების სამსახური აწარმოებს. სიაში მოხვედრა ორი გზით შეიძლება: თავად პირის განცხადებით შემოსავლების სამსახურში ან მოსამართლის ბრძანებით, რომელსაც ოჯახის წევრის განცხადებით გამოსცემს. ოჯახის წევრად ითვლება მშობელი, მეუღლე, შვილი ან ის, ვინც ამ პირთან მუდმივად ცხოვრობს (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21⁸⁵–21⁸⁶ მუხლები).
[აზარტული თამაშების აკრძალვა ოჯახის წევრისთვის](https://mmlaw.ge/ka/azartuli-tamashebis-akrdzalva/)

## [აზარტული თამაშის ვალები და ოჯახის ქონება](https://mmlaw.ge/ka/azartuli-tamashis-valebi/)

მეუღლემ ან შვილმა თამაშზე ვალები დააგროვა? ვის ეკისრება ვალი, შეიძლება თუ არა ოჯახის ბინიდან გადახდევინება და როგორ დაიცვათ თქვენი წილი.
სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლით, ერთი მეუღლის ვალს ახდევინებენ მისი პირადი ქონებიდან და საერთო ქონებაში მისი წილიდან. მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ნასესხები თანხა მთელი ოჯახის საერთო ინტერესებს მოხმარდა — თამაშში წაგებული ფული კი, როგორც წესი, ასეთად არ ითვლება.
[აზარტული თამაშის ვალები](https://mmlaw.ge/ka/azartuli-tamashis-valebi/)

## [ბინის გირაო](https://mmlaw.ge/ka/binis-girao/)

ბინის გირაოთი ცხოვრებისას თქვენი თანხის დაცვა: ნოტარიული ხელშეკრულება, რეესტრში რეგისტრაცია, ბინის შემოწმება და რა ხდება, თუ მეპატრონე ფულს არ დააბრუნებს.
სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლით, კერძო პირს, რომელიც ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ფინანსური ინსტიტუტი არ არის, ფიზიკური პირისთვის სესხის უზრუნველსაყოფად უძრავი ქონება, როგორც წესი, არ შეიძლება ჩაეტვირთოს. გამონაკლისია სწორედ გირაო: როცა დაგირავებულ საცხოვრებელ ბინას მსესხებელი გამსესხებელს საცხოვრებლად გადასცემს. ერთი და იმავე პირის სასარგებლოდ მესამე იპოთეკიდან ეს გამონაკლისი აღარ მოქმედებს.
[ბინის გირაო](https://mmlaw.ge/ka/binis-girao/)

## [ბინის ქირავნობის ხელშეკრულება](https://mmlaw.ge/ka/binis-kiravnobis-khelshekruleba/)

ბინის ქირით გაცემა და აღება: რა უნდა ეწეროს ხელშეკრულებაში, ორენოვანი ტექსტი, რეესტრში რეგისტრაცია, ბინის გაყიდვა ქირავნობისას და 5%-იანი გადასახადი.
თუ ქირით აღებული ბინა გაიყიდა მას შემდეგ, რაც დამქირავებელს გადაეცა, ახალი მესაკუთრე ქირავნობის ხელშეკრულებას აგრძელებს (სამოქალაქო კოდექსის 572-ე მუხლი) — დამქირავებელს გაყიდვის გამო გასვლა არ ევალება. ქირავნობის რეგისტრაცია საჯარო რეესტრშიც შეიძლება: ის მყიდველებისთვის და კრედიტორებისთვის ხილული ხდება, რაც განსაკუთრებით გრძელვადიანი ან კომერციული ქირავნობისას სასარგებლოა.
[ბინის ქირავნობის ხელშეკრულება](https://mmlaw.ge/ka/binis-kiravnobis-khelshekruleba/)

## [იპოთეკა](https://mmlaw.ge/ka/ipoteka/)

იპოთეკის ხელშეკრულება, ნოტარიუსი და რეგისტრაცია, რამდენიმე იპოთეკის რიგითობა, კერძო გამსესხებლის შეზღუდვები, პროცენტის ზღვარი და დავა აღსრულებისას.
იპოთეკა წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. კერძო სესხის უზრუნველმყოფი იპოთეკა ნოტარიულად უნდა დამოწმდეს — ეს არ ვრცელდება ბანკებზე, მიკრობანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, საკრედიტო კავშირებსა და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონით ავტორიზებულ ან რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდებზე (სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლი). რამდენიმე იპოთეკისას უპირატესობა უფრო ადრე დარეგისტრირებულს აქვს.
[იპოთეკა](https://mmlaw.ge/ka/ipoteka/)

## [მიწის რეგისტრაცია](https://mmlaw.ge/ka/mitsis-registratsia/)

მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია 2026 წლიდან: სისტემური რეგისტრაცია დასრულდა, დოკუმენტები, აზომვა და საფასური, თვითნებურად დაკავებული მიწა და ზედდება მეზობელთან.
2026 წლიდან მიწა სპორადული წესით რეგისტრირდება — დაინტერესებული პირის განცხადებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (კანონის მე-5 მუხლი).
[მიწის რეგისტრაცია](https://mmlaw.ge/ka/mitsis-registratsia/)

## [სასოფლო-სამეურნეო მიწაზე მშენებლობა](https://mmlaw.ge/ka/sasoplo-sameurneo-mitsaze-sakhlis-asheneba/)

შეიძლება თუ არა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სახლის აშენება, როგორ იცვლება მიწის დანიშნულება და კატეგორია, ვინ წყვეტს და რა ღირს.
„მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და მდგრადი მართვის შესახებ“ კანონით, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთზე შეიძლება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, სამეურნეო ან დამხმარე ნაგებობა. სივრცის დაგეგმარების კოდექსით, კერძო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთზე სახლი დაიშვება, თუ ზონას ან არსებულ განაშენიანებას შეესაბამება; ჩამოყალიბებული განაშენიანების გარეთ კი, თუ იქ განაშენიანების დეტალური გეგმა არ მოქმედებს, საცხოვრებელ შენობაზე ნებართვა არ გაიცემა (68-ე მუხლი).
[სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სახლის აშენება](https://mmlaw.ge/ka/sasoplo-sameurneo-mitsaze-sakhlis-asheneba/)

## [მედიკამენტების შემოტანა საქართველოში](https://mmlaw.ge/ka/medikamentebis-shemotana/)

რომელი წამლის შემოტანა შეიძლება საქართველოში, რა დოკუმენტები გჭირდებათ და რა ხდება, თუ საზღვარზე რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპულ მედიკამენტს გიპოვიან.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლით, ფიზიკურ პირს, მათ შორის ტრანზიტით მიმავალს, უფლება აქვს მკურნალობისთვის თან იქონიოს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები სათანადო სამედიცინო და საბაჟო დოკუმენტებით. ეს იმპორტად არ ითვლება. დეტალურ წესს ჯანდაცვის სამინისტრო შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით ამტკიცებს.
[მედიკამენტების შემოტანა](https://mmlaw.ge/ka/medikamentebis-shemotana/)

## [ლირიკა, ტრამადოლი და სხვა კონტროლირებადი წამლები](https://mmlaw.ge/ka/lirika-tramadoli-mukhli-261/)

ლირიკის (პრეგაბალინის) და ტრამადოლის უკანონო შეძენა-შენახვა: რა ოდენობაა დანაშაული და რა სასჯელია 260-ე და 261-ე მუხლებით.
ოდენობები „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონის №2 დანართითაა განსაზღვრული. პრეგაბალინი: 0,6 გრამამდე — მცირე ოდენობა, 0,6-დან 6 გრამამდე — სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობა, 6-დან 20 გრამამდე — დიდი, 20 გრამზე მეტი — განსაკუთრებით დიდი. პრეგაბალინის შემთხვევაში კონტროლდება მისი წამლის ფორმაც და არა მხოლოდ სუფთა ნივთიერება (№2 დანართის მე-5 შენიშვნა).
[ლირიკა და ტრამადოლი](https://mmlaw.ge/ka/lirika-tramadoli-mukhli-261/)

## [ნარკოტიკის გასაღება და გადაცემა](https://mmlaw.ge/ka/narkotikis-gasagheba/)

ნარკოტიკის, მარიხუანის ან ფსიქოტროპული ნივთიერების გაყიდვა, უფასოდ გადაცემა და გაყიდვის ხელშეწყობა 2025 წლის რეფორმის შემდეგ — სასჯელი უვადომდე.
260-ე მუხლი ახლა მხოლოდ შეძენასა და შენახვას ეხება. გასაღებისთვის ცალკე სასჯელებია — მარიხუანასა და ფსიქოტროპულ ნივთიერებაზე უფრო მსუბუქი, სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე — გაცილებით მკაცრი. რეალიზაციის ხელშეწყობა (260⁴ მუხლი) — მაგალითად, დაფასოება, ნარკოტიკის საჯარო ადგილას დამალვა ან ინფორმაციის გავრცელება მისი ადგილის ან შეძენის ხერხის შესახებ — ისევე ისჯება, როგორც თავად რეალიზაცია.
[ნარკოტიკის გასაღება](https://mmlaw.ge/ka/narkotikis-gasagheba/)

## [ნარკოტესტი და შემოწმება](https://mmlaw.ge/ka/narkotesti/)

ნარკოტიკის მოხმარების შემოწმება: შეიძლება თუ არა უარის თქმა, ჯარიმა თავის არიდებისთვის, მძღოლის შემოწმება და მართვის მოწმობის ჩამორთმევა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, ნარკოტიკის მოხმარების დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება და თავად მოხმარება (მარიხუანის გარდა) ერთნაირად ისჯება: ჯარიმა 500-დან 2 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე. მარიხუანის მოხმარებას ცალკე მუხლი (45¹) არეგულირებს.
[ნარკოტესტი](https://mmlaw.ge/ka/narkotesti/)

## [კოკაინი, ექსტაზი და სხვა კლუბური ნარკოტიკები](https://mmlaw.ge/ka/kokaini-ekstazi-amfetamini/)

კოკაინი, ექსტაზი (MDMA), ამფეტამინი, მეფედრონი, „ალფა“, ლსდ, კეტამინი: რამდენი გრამია დანაშაული, დიდი ოდენობა და სასჯელი; „ბიო“ და „სპაისი“ — ნებისმიერი ოდენობა.
ნარკოტიკული საშუალების შეძენა ან შენახვა 260-ე მუხლით ისჯება: მცირე ოდენობაზე მეტი — თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე, დიდი ოდენობა — თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე, განსაკუთრებით დიდი — თავისუფლების აღკვეთა 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. მცირე ოდენობა და მოხმარება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა — ჯარიმა 500-დან 2 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე. თუ ადმინისტრაციული სახდელის შემდეგ იგივე განმეორდება, ეს უკვე დანაშაულია (273-ე მუხლი) — ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120-დან 180 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე. GHB ნარკოტიკული საშუალებაა და მასზეც ეს წესი ვრცელდება. კეტამინი ფსიქოტროპული ნივთიერებაა და 261-ე მუხლით ისჯება.
[კოკაინი, ექსტაზი, ამფეტამინი](https://mmlaw.ge/ka/kokaini-ekstazi-amfetamini/)

## [ფრილანსერის გადასახადი და უცხოეთიდან მიღებული შემოსავალი](https://mmlaw.ge/ka/frilanseris-gadasakhadi/)

Upwork-ზე, Fiverr-ზე ან უცხოურ კომპანიაში დისტანციურად მუშაობა: რამდენი გადასახადია, 1%-იანი ინდ. მეწარმე და დეკლარაცია.
საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლით, საქართველოში გაწეული მომსახურება და საქართველოში დაქირავებით მუშაობა საქართველოს წყაროდან მიღებული შემოსავალია. მნიშვნელობა არ აქვს, სად ირიცხება თანხა — Upwork-ზე, Payoneer-ზე თუ უცხოურ ბანკში. ამიტომ უცხოეთიდან მიღებული ფული გადასახადისგან თავისუფალი არ არის.
[ფრილანსერის გადასახადი: Upwork, Fiverr, უცხოური ხელფასი](https://mmlaw.ge/ka/frilanseris-gadasakhadi/)

## [ნასამართლობის ცნობა](https://mmlaw.ge/ka/nasamartlobis-tsnoba/)

ნასამართლობის ცნობა: სად და როგორ ავიღოთ ონლაინ, ფასი და ვადა, აპოსტილი და თარგმანი, და რა ვქნათ, თუ ცნობაში ნასამართლობა ჩანს.
ცნობაში ჩანს ინფორმაცია ნასამართლობისა და ძებნის შესახებ (შსს მინისტრის №892 ბრძანება, მე-15 მუხლი). ცნობას იღებს თავად პირი, მისი წერილობითი თანხმობით — სხვა პირი, ან წარმომადგენელი მინდობილობით. მოთხოვნა შეიძლება ონლაინ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე ან აპლიკაციაში, ან სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.
[ნასამართლობის ცნობა](https://mmlaw.ge/ka/nasamartlobis-tsnoba/)

## [ექსტრადიცია საქართველოდან — დაცვა](https://mmlaw.ge/ka/ekstraditsia/)

ექსტრადიციის მოთხოვნისას: დაკავება, 9-თვიანი პატიმრობის ზღვარი, უარის საფუძვლები, თავშესაფარი და გასაჩივრების ვადები.
საქართველოს მოქალაქის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ასეთი გადაწყვეტილება სასამართლოში საჩივრდება (კონსტიტუციის 32-ე მუხლი). უცხოელის ექსტრადიცია კი შესაძლებელია, თუ ქმედება ორივე ქვეყანაში დანაშაულია და მისთვის სულ მცირე 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული (სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ კანონის მე-18 მუხლი).
[ექსტრადიცია საქართველოდან](https://mmlaw.ge/ka/ekstraditsia/)

## [სამკვიდროზე უარის თქმა](https://mmlaw.ge/ka/memkvidreobaze-uaris-tqma/)

სამკვიდროზე უარი ნოტარიუსთან 3 თვეში, უარი სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ვალები და უარი საზღვარგარეთიდან მინდობილობით.
სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლით, სამკვიდროზე უარის თქმა შეიძლება 3 თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა შეიტყვეთ ან უნდა შეგეტყოთ, რომ მემკვიდრედ ხართ მოწვეული. საპატიო მიზეზით სასამართლოს შეუძლია ვადა გააგრძელოს, მაგრამ არაუმეტეს 2 თვით. უარი ნოტარიუსთან ფორმდება.
[მემკვიდრეობაზე უარის თქმა](https://mmlaw.ge/ka/memkvidreobaze-uaris-tqma/)

## [შრომითი ხელშეკრულება](https://mmlaw.ge/ka/shromiti-khelshekruleba/)

რა უნდა ეწეროს შრომით ხელშეკრულებაში: სავალდებულო პირობები, გამოსაცდელი ვადა 6 თვემდე, ვადიანი ხელშეკრულება, სამუშაო დრო და ხელფასი.
შრომის კოდექსით, თუ შრომითი ურთიერთობა 1 თვეზე მეტხანს გრძელდება, ხელშეკრულება წერილობით უნდა დაიდოს (მე-12 მუხლი). ხელშეკრულება მხარეებისთვის გასაგებ ენაზე იდება; თუ ის რამდენიმე ენაზეა, უნდა ეწეროს, რომელ ენაზე დადებულს აქვს უპირატესობა (მე-13 მუხლი).
[შრომითი ხელშეკრულება](https://mmlaw.ge/ka/shromiti-khelshekruleba/)

## [სესხის ხელშეკრულება](https://mmlaw.ge/ka/seskhis-khelshekruleba/)

როგორ გასცეთ სესხი ისე, რომ თანხა დაგიბრუნდეთ: წერილობითი ფორმა, პროცენტის 50%-იანი ზღვარი, იპოთეკა ნოტარიუსთან და დაბრუნების ვადა.
სამოქალაქო კოდექსით, სესხის ხელშეკრულება ზეპირადაც შეიძლება დაიდოს, მაგრამ ზეპირი სესხის არსებობა მხოლოდ მოწმეების ჩვენებით ვერ დამტკიცდება (624-ე მუხლი). ამიტომ ფულის გაცემისას გააფორმეთ წერილობითი ხელშეკრულება ან ხელწერილი, თანხა კი სჯობს ბანკით გადარიცხოთ.
[სესხის ხელშეკრულება ფიზიკურ პირებს შორის](https://mmlaw.ge/ka/seskhis-khelshekruleba/)

## [მომსახურებისა და ნარდობის ხელშეკრულება](https://mmlaw.ge/ka/momsakhurebis-khelshekruleba/)

მომსახურების, რემონტისა და სამშენებლო სამუშაოს ხელშეკრულება: სამუშაოს აღწერა, ფასი, ხარჯთაღრიცხვა, ვადები, მიღება-ჩაბარება და ნაკლი.
ქართულ კანონში „მომსახურების ხელშეკრულებას“ ცალკე თავი არ აქვს. თუ შედეგს უკვეთავთ — მაგალითად, რემონტს ან საიტის დამზადებას — ეს ნარდობაა (სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი). თუ კონკრეტული მოქმედების შესრულებას ავალებთ, ეს დავალებას უახლოვდება (709-ე მუხლი). ხელშეკრულების ტიპი განსაზღვრავს, რა ხდება ნაკლის ან შეწყვეტის დროს.
[მომსახურების ხელშეკრულება](https://mmlaw.ge/ka/momsakhurebis-khelshekruleba/)

## [ნასყიდობის ხელშეკრულება](https://mmlaw.ge/ka/nasqidobis-khelshekruleba/)

ბინის, მიწისა და მანქანის ნასყიდობა: წერილობითი ფორმა, საჯარო რეესტრი, ყიდვამდე შემოწმება, ბე, ფასის გადახდა და ნაკლი.
სამოქალაქო კოდექსით, უძრავი ქონების — ბინის, სახლის, მიწის — შესაძენად აუცილებელია წერილობითი ხელშეკრულება და მყიდველზე საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (183-ე და 323-ე მუხლები). სანამ რეგისტრაცია არ მომხდარა, მესაკუთრე ისევ გამყიდველია.
[ნასყიდობის ხელშეკრულება](https://mmlaw.ge/ka/nasqidobis-khelshekruleba/)

## [ჩუქების ხელშეკრულება](https://mmlaw.ge/ka/chukebis-khelshekruleba/)

ბინის, მიწის, ფულის და წილის ჩუქება: როდის ითვლება ჩუქება დადებულად, გადასახადი ნათესავებს შორის და როდის უქმდება ჩუქება.
ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს მისი თანხმობით (სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლი). მოძრავ ნივთზე ჩუქება დადებულია ნივთის გადაცემისას, უძრავზე — საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან (525-ე მუხლი).
[ჩუქების ხელშეკრულება](https://mmlaw.ge/ka/chukebis-khelshekruleba/)

## [შპს-ის წილის ნასყიდობა](https://mmlaw.ge/ka/tsilis-nasqidoba/)

შპს-ის წილის ყიდვა-გაყიდვა: წერილობითი ხელშეკრულება, რეგისტრაცია, წესდების შეზღუდვები, კომპანიის შემოწმება და პარტნიორთა შეთანხმება.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 141-ე მუხლით, პარტნიორს წილის გასხვისება სხვა პარტნიორების თანხმობის გარეშეც შეუძლია, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. წილის გადაცემის შეთანხმება წერილობით უნდა გაფორმდეს და კომპანიას ამის შესახებ მაშინვე უნდა ეცნობოს.
[შპს-ის წილის ნასყიდობა](https://mmlaw.ge/ka/tsilis-nasqidoba/)

## [საქორწინო ხელშეკრულება](https://mmlaw.ge/ka/sakortsino-khelshekruleba/)

საქორწინო ხელშეკრულება: ნოტარიუსთან, ქორწინებამდე ან შემდეგ, რა შეიძლება და რა არ შეიძლება ჩაიწეროს, შეცვლა და შეწყვეტა.
სამოქალაქო კოდექსით, საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ქორწინების რეგისტრაციამდეც და შემდეგაც, ნებისმიერ დროს. რეგისტრაციამდე დადებული ხელშეკრულება ქორწინების რეგისტრაციიდან შედის ძალაში (1173-ე მუხლი). ხელშეკრულება წერილობით იდება და ნოტარიუსთან მოწმდება (1174-ე მუხლი).
[საქორწინო ხელშეკრულება](https://mmlaw.ge/ka/sakortsino-khelshekruleba/)

## [ამანათის განბაჟება](https://mmlaw.ge/ka/amanatis-ganbazheba/)

როდის იხდის ამანათი განბაჟებას, რამდენს, როგორ გადაიხადოთ და რა ქნათ, თუ ამანათი საბაჟოზე გაჩერდა ან ღირებულება გაზარდეს.
300 ლარამდე ღირებულების ამანათი იმპორტის გადასახადისგან თავისუფალია; ეს შეღავათი არ ვრცელდება ალკოჰოლზე, სუნამოზე, ტუალეტის წყალსა და თამბაქოზე (საბაჟო კოდექსის 185-ე მუხლი). დღგ-ისგან თავისუფალია ამანათი, რომელშიც 300 ლარამდე ღირებულების და 30 კგ-მდე წონის საქონელია (სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფები); ასეთ ამანათში დღგ-ის გარეშე შეიძლება იყოს 200 ღერი სიგარეტი და 4 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელიც. დღგ-ის ეს შეღავათი 2028 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს (საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლი და 309-ე მუხლის 132-ე ნაწილი).
[ამანათის განბაჟება: 300 ლარი, 30 კგ და გადახდა](https://mmlaw.ge/ka/amanatis-ganbazheba/)

## [ავტომობილის განბაჟება](https://mmlaw.ge/ka/avtomobilis-ganbazheba/)

ავტომობილის განბაჟება 2026 წელს: აქციზი ასაკით და ძრავით, ჰიბრიდი, ელექტრომობილი, მარჯვენასაჭიანი, კლასიკური მანქანა, ნაწილები და ვადები.
მსუბუქი ავტომობილის იმპორტისას იხდით აქციზს და იმპორტის გადასახადს. დღგ არ არის — მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის იმპორტი დღგ-ისგან თავისუფალია (საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლი).
[მანქანის განბაჟება 2026: აქციზი და ძველი ტარიფი](https://mmlaw.ge/ka/avtomobilis-ganbazheba/)

## [საბაჟო ჯარიმები და დავები](https://mmlaw.ge/ka/sabazho-jarimebi/)

საბაჟო სამართალდარღვევები და ჯარიმები საბაჟო კოდექსით, როდის ხდება საქმე სისხლის სამართლის და როგორ ხდება გასაჩივრება 30 დღეში.
საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს საბაჟო ორგანო აწარმოებს და ადგენს ოქმს, რომელიც საგადასახადო მოთხოვნად ითვლება (საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლი). ოქმში შეგიძლიათ თქვენი განმარტება ან შენიშვნა ჩაწეროთ — ეს შემდეგ, დავაში, მნიშვნელოვანია.
[საბაჟო ჯარიმა: მუხლები 165–179 და გასაჩივრება](https://mmlaw.ge/ka/sabazho-jarimebi/)

## [საქონლის იმპორტი ბიზნესისთვის](https://mmlaw.ge/ka/tvirtis-importi-da-ganbazheba/)

კომერციული ტვირთის განბაჟება: დეკლარაცია, საბაჟო ღირებულება, იმპორტის გადასახადი 0/5/12%, დღგ 18%, ბროკერი და ხშირი შეცდომები.
საქონლის იმპორტისას იხდით იმპორტის გადასახადს და დღგ-ს, ზოგ საქონელზე — აქციზსაც. საქონლის უმეტესობაზე იმპორტის გადასახადი 0%-ია; საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის სიაში შეტანილ საქონელზე — 5% ან 12%; ღვინოზე, სპირტიან სასმელებსა და ძმარზე — ლიტრზე ან ალკოჰოლის შემცველობაზე დაწესებული ევროს განაკვეთით; მსუბუქ ავტომობილზე — 0,05 ლარი ძრავის 1 სმ³-ზე, პლუს ამ თანხის 5% ექსპლუატაციის ყოველ წელზე. დღგ 18%-ია.
[ტვირთის იმპორტი და განბაჟება: ჩინეთი, თურქეთი, ფოთი](https://mmlaw.ge/ka/tvirtis-importi-da-ganbazheba/)

## [სარჩელისა და საჩივრის მომზადება](https://mmlaw.ge/ka/sarchelis-da-sachivris-dacera/)

ვწერთ და ვაბარებთ სარჩელს, შესაგებელს, სააპელაციო და საკასაციო საჩივარს, ჯარიმისა და გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
ვიწყებთ საქმის შეფასებით: რა მოთხოვნა გაქვთ, ვის მიმართ, რა მტკიცებულებები გაქვთ და რამდენი დრო რჩება. შემდეგ ვწერთ სარჩელს ან საჩივარს, ვამზადებთ დანართებს და ვაბარებთ.
[სარჩელის და საჩივრის დაწერა თქვენს საქმეზე](https://mmlaw.ge/ka/sarchelis-da-sachivris-dacera/)

## [ადვოკატი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში](https://mmlaw.ge/ka/napits-msajulta-sasamartlo-advokati/)

დაცვა ნაფიც მსაჯულთა განსახილველ საქმეებზე: ნაფიც მსაჯულთა შერჩევა და აცილება, საქმის წარდგენა, ვერდიქტი და განაჩენის გასაჩივრება.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 12 ნაფიცი მსაჯულისა და 2 სათადარიგო მსაჯულისგან შედგება, გარდა კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ნაფიცი მსაჯულები არ უნდა იყვნენ 6-ზე ნაკლები ნაკლებად მძიმე, 8-ზე ნაკლები — მძიმე და 10-ზე ნაკლები — განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლი). ნაფიცი მსაჯულები წყვეტენ ფაქტებს — დამნაშავეა თუ არა ბრალდებული; სამართლებრივ საკითხებს და სასჯელს სხდომის თავმჯდომარე წყვეტს (261-ე და 265-ე მუხლები).
[ადვოკატი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში](https://mmlaw.ge/ka/napits-msajulta-sasamartlo-advokati/)

## [მოწმის უფლებები და ადვოკატი](https://mmlaw.ge/ka/motsmis-uplebebi/)

გამოკითხვა გამოძიებისას თუ დაკითხვა მოსამართლესთან: რა არის სავალდებულო, რაზე შეგიძლიათ უარი და როდის გჭირდებათ ადვოკატი.
გამოკითხვა ნებაყოფლობითია და დაუშვებელია პირის იძულება, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია. გამოსაკითხს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით და არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
[დაკითხვაზე დაგიბარეს? გამოკითხვა, დაკითხვა, მოწმის უფლებები](https://mmlaw.ge/ka/motsmis-uplebebi/)

## [დაზარალებულის უფლებები და ადვოკატი](https://mmlaw.ge/ka/dazaralebulis-advokati/)

დაზარალებულად ცნობა, ინფორმაცია საქმეზე, მასალების გაცნობა, დევნის შეწყვეტის გასაჩივრება და კომპენსაცია.
დაზარალებულის ცნება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე პუნქტშია. დაზარალებულს მოწმის ყველა უფლება აქვს და მისი ყველა მოვალეობა ეკისრება (56-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) — მათ შორის, გამოკითხვისას და მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვისას საკუთარი ხარჯით ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის უფლება (113-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 114-ე მუხლის მე-11 ნაწილი).
[დაზარალებულის ადვოკატი](https://mmlaw.ge/ka/dazaralebulis-advokati/)

## [განაჩენის გასაჩივრება](https://mmlaw.ge/ka/ganachenis-gasachivreba/)

სააპელაციო და საკასაციო საჩივარი სისხლის სამართლის საქმეზე: 1-თვიანი ვადა, საჩივრის შინაარსი, დასაშვებობა და შედეგი.
სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომელიც აპელანტს უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მიაჩნია. საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს და მის ადვოკატს (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლი).
[განაჩენის გასაჩივრება](https://mmlaw.ge/ka/ganachenis-gasachivreba/)

## [განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო](https://mmlaw.ge/ka/akhlad-gamovlenili-garemoebebi/)

კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა: კანონით ჩამოთვლილი საფუძვლები, ვადა, ვის შეუძლია შუამდგომლობა და როგორ მიმდინარეობს.
შუამდგომლობის დაყენების უფლება აქვს პროკურორს, მსჯავრდებულს და მის ადვოკატს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში — მის კანონიერ მემკვიდრეს და მის ადვოკატს (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
[განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო](https://mmlaw.ge/ka/akhlad-gamovlenili-garemoebebi/)

## [განრიდება](https://mmlaw.ge/ka/ganrideba/)

როდის შეუძლია პროკურორს, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს დევნა, თუ პირი განრიდების პირობებს შეასრულებს: პირობები, გამონაკლისები და წესი.
განრიდების შესახებ გადაწყვეტილებას პროკურორი იღებს — კანონი მას აძლევს შესაძლებლობას, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს დევნა (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168¹ მუხლის 1-ლი ნაწილი). გადაწყვეტილების მიღებისას ის ხელმძღვანელობს კოდექსით და სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით (168² მუხლის მე-6 ნაწილი).
[განრიდება](https://mmlaw.ge/ka/ganrideba/)

## [ფრენის კომპენსაცია](https://mmlaw.ge/ka/frenis-kompensatsia/)

დაგვიანებული ან გაუქმებული ფრენა, ჩასხდომაზე უარი: 250–600 ევრო კომპენსაცია, ბილეთის ანაზღაურება და უფასო მომსახურება.
წესი ვრცელდება მგზავრებზე, რომლებიც საქართველოს აეროპორტიდან მიფრინავენ ქართული ან უცხოური ავიაკომპანიით (წესში — „მომსახურე ავიაგადამზიდველი“), აგრეთვე მგზავრებზე, რომლებიც სხვა ქვეყნიდან საქართველოში ქართული ავიაკომპანიით მოფრინავენ, თუ კომპენსაცია ან დახმარება იმ ქვეყანაში არ მიუღიათ (წესის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი). წესი არ ვრცელდება უფასო ან ისეთი დაბალი ტარიფის ბილეთებზე, რომლებიც გაყიდვის ღია ქსელში არ ხვდება (1-ლი მუხლის მე-5 პუნქტი).
[ფრენის კომპენსაცია](https://mmlaw.ge/ka/frenis-kompensatsia/)

## [მოქმედი ბიზნესის ყიდვა](https://mmlaw.ge/ka/mokmedi-biznesis-yidva/)

მზა ბიზნესის ან შპს-ის წილის ყიდვა: რეესტრის ამონაწერი, გირავნობა და ვალები, წესდების შეზღუდვები, ხელშეკრულება და რეგისტრაცია.
შპს იურიდიული პირია (მეწარმეთა შესახებ კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი), ამიტომ წილის ყიდვისას კომპანია და მისი ვალდებულებები რჩება — იცვლება მხოლოდ პარტნიორი. ინდმეწარმე კი იურიდიული პირი არ არის და ვალდებულებებზე პირადად, მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს (მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი); მას წილი არ აქვს, ამიტომ მისი ბიზნესის ყიდვისას ცალ-ცალკე ყიდულობთ მის ქონებასა და უფლებებს.
[მოქმედი ბიზნესის ყიდვა](https://mmlaw.ge/ka/mokmedi-biznesis-yidva/)

## [უცხოური კომპანიის ფილიალის რეგისტრაცია](https://mmlaw.ge/ka/utskhouri-kompaniis-piliali/)

საზღვარგარეთ რეგისტრირებული კომპანიის ფილიალი საქართველოში: რა უნდა ეწეროს განცხადებაში, რა დოკუმენტები სჭირდება და რა ვალდებულებები აქვს.
მეწარმეს შეუძლია ფილიალი დააარსოს; ფილიალი იურიდიული პირი არ არის. საქართველოში რეგისტრირებული მეწარმის ფილიალი არ რეგისტრირდება, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალი კი რეგისტრირდება (მეწარმეთა შესახებ კანონის მე-15 მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტები).
[უცხოური კომპანიის ფილიალის რეგისტრაცია](https://mmlaw.ge/ka/utskhouri-kompaniis-piliali/)

## [იურიდიული მისამართის შეცვლა](https://mmlaw.ge/ka/iuridiuli-misamartis-shetsvla/)

რა არის იურიდიული მისამართი, როგორ იცვლება და რატომ არის მნიშვნელოვანი: რეესტრისა და შემოსავლების სამსახურის წერილები.
მეწარმის იურიდიული მისამართი მისი ფიზიკური მისამართია საქართველოში (მეწარმეთა შესახებ კანონის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი). ის სადამფუძნებლო შეთანხმების სავალდებულო მონაცემია (მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).
[კომპანიის იურიდიული მისამართი და მისი შეცვლა](https://mmlaw.ge/ka/iuridiuli-misamartis-shetsvla/)

## [მარიხუანის შენახვა, გასაღება და მოყვანა](https://mmlaw.ge/ka/marikhuanis-shenakhva-gasagheba/)

როდის არის მარიხუანა ჯარიმა და როდის სისხლის სამართლის საქმე: გრამები, შენახვა, გასაღება, მოყვანა, CBD და THC პროდუქტები.
სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავი მცენარე კანაფზე და მარიხუანაზეც ვრცელდება (260-ე მუხლის შენიშვნის მე-6 პუნქტი). მარიხუანის გადაცემა და გასაღება ცალკე მუხლებით ისჯება (260² და 260³ მუხლები), მცენარის მოყვანა — 265¹ მუხლით.
[მარიხუანის შენახვა, გასაღება და მოყვანა](https://mmlaw.ge/ka/marikhuanis-shenakhva-gasagheba/)

## [ბრალდებულის უფლებები](https://mmlaw.ge/ka/braldebulis-uplebebi/)

რა უნდა გაცნობონ დაკავებისას, დუმილის და ადვოკატის უფლება, როდის არის ადვოკატი სავალდებულო და რა ხდება პირველ წარდგენაზე სასამართლოში.
დაკავებისას ან, თუ არ დაგაკავეს, ბრალდებულად ცნობისთანავე და ნებისმიერი დაკითხვის წინ, გასაგებ ენაზე უნდა გაცნობონ, რომელი დანაშაულის ჩადენაში გედებათ ბრალი, და გადმოგცენ დაკავების ოქმის ან ბრალდების დადგენილების ასლი (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
[ბრალდებულის უფლებები](https://mmlaw.ge/ka/braldebulis-uplebebi/)

## [ადვოკატის ონლაინ კონსულტაცია](https://mmlaw.ge/ka/advokatis-onlain-konsultatsia/)

კონსულტაცია ადვოკატთან დისტანციურად — საქართველოს სხვა ქალაქიდან, საზღვარგარეთიდან ან სახლიდან. ქართულად, ინგლისურად ან რუსულად.
კონსულტაცია შეიძლება ტელეფონით, WhatsApp-ით — მათ შორის ვიდეოზარით — ან დოკუმენტების ელფოსტით გამოგზავნით. ვმუშაობთ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
[ადვოკატის ონლაინ კონსულტაცია](https://mmlaw.ge/ka/advokatis-onlain-konsultatsia/)

სხვა მიმართულებები

## [სამოქალაქო სამართალი](https://mmlaw.ge/ka/samokalako-samartlis-advokati/)

ხელშეკრულებებთან, ქონებასა და ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული დავები — მოლაპარაკებით ან სასამართლოში.
სამოქალაქო დავები მოიცავს ფართო სპექტრს — საკუთრების დავებიდან სახელშეკრულებო დარღვევებამდე. MMLAW-ის სამოქალაქო სამართლის გუნდი გთავაზობთ სრულ იურიდიულ თანხლებას პროცესის ყველა ეტაპზე.
[სამოქალაქო სამართლის ადვოკატი](https://mmlaw.ge/ka/samokalako-samartlis-advokati/)

## [ადმინისტრაციული სამართალი](https://mmlaw.ge/ka/administratsiuli-samartlis-advokati/)

სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებების, ჯარიმების, ნებართვებისა და ლიცენზიების გასაჩივრება.
ადმინისტრაციული სამართალი მოიცავს სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობას, ლიცენზირებას, ნებართვებს და მარეგულირებელ საკითხებს. MMLAW დაგეხმარებათ ბიუროკრატიული პროცესების ეფექტურად მართვაში.
[ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი](https://mmlaw.ge/ka/administratsiuli-samartlis-advokati/)

## [საბაჟო საკითხები](https://mmlaw.ge/ka/sabazho-sakitkhebi/)

ამანათისა და ავტომობილის განბაჟება, საბაჟო ჯარიმის გასაჩივრება, საბაჟო ღირებულებაზე დავა და კომერციული ტვირთის იმპორტი.
საქონლის შემოტანას საბაჟო კოდექსი და საგადასახადო კოდექსი აწესრიგებს. განბაჟებისას შეიძლება გადასახდელი იყოს იმპორტის გადასახადი (0, 5 ან 12%, საქონლის მიხედვით), დღგ (18%) და ზოგ საქონელზე — აქციზი. ბევრ შემთხვევაში გადასახადი არ არის: მაგალითად, ამანათზე 300 ლარამდე.
[საბაჟო საკითხები: განბაჟება, ამანათი, ჯარიმა](https://mmlaw.ge/ka/sabazho-sakitkhebi/)

## [შრომითი დავები](https://mmlaw.ge/ka/shromis-samartlis-advokati/)

უკანონო გათავისუფლება, აუნაზღაურებელი ხელფასი და შრომითი ხელშეკრულებები — დასაქმებულებისა და დამსაქმებლებისთვის.
შრომითი დავები საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება. MMLAW გთავაზობთ კვალიფიციურ იურიდიულ მხარდაჭერას დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის წარმოშობილ დავებში.
[შრომის სამართლის ადვოკატი](https://mmlaw.ge/ka/shromis-samartlis-advokati/)

## [კორპორატიული სამართალი](https://mmlaw.ge/ka/korporatiuli-samartlis-advokati/)

კომპანიის რეგისტრაცია, ხელშეკრულებები, კომპლაიანსი და პარტნიორთა საკითხები.
კორპორატიული სამართალი მოიცავს ყველა ასპექტს კომპანიის შექმნიდან რესტრუქტურიზაციამდე. MMLAW ეხმარება ბიზნესს სამართლებრივი რისკების მინიმიზაციასა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.
[კორპორატიული სამართლის ადვოკატი](https://mmlaw.ge/ka/korporatiuli-samartlis-advokati/)

## [უძრავი ქონება](https://mmlaw.ge/ka/udzravi-konebis-advokati/)

ქონების შემოწმება, ნასყიდობის ხელშეკრულებები, რეგისტრაცია და ქონებრივი დავები.
უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებში ადვოკატის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. MMLAW გთავაზობთ სრულ სერვისს — ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან მშენებლობის ნებართვებამდე.
[უძრავი ქონების ადვოკატი თბილისში](https://mmlaw.ge/ka/udzravi-konebis-advokati/)

## [საოჯახო სამართალი](https://mmlaw.ge/ka/saojakho-samartlis-advokati/)

განქორწინება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილი, ალიმენტი და ქონების გაყოფა — დისკრეტულად.
საოჯახო სამართალი ემოციურად რთული სფეროა. MMLAW-ის ადვოკატები მგრძნობიარე და პროფესიონალური მიდგომით იცავენ თქვენს და თქვენი ოჯახის ინტერესებს განქორწინების, მეურვეობისა და ქონების გაყოფის საქმეებში.
[განქორწინებისა და საოჯახო საქმეების ადვოკატი თბილისში](https://mmlaw.ge/ka/saojakho-samartlis-advokati/)

## [მემკვიდრეობა](https://mmlaw.ge/ka/memkvidreobis-advokati/)

სამკვიდროს მიღება, სამკვიდრო მოწმობა, ანდერძი და დავები მემკვიდრეებს შორის.
მემკვიდრეობა შეიძლება მიიღოთ ანდერძით ან კანონით. კანონით მემკვიდრეობისას პირველი რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები; თუ ისინი არ არიან, მემკვიდრეობა გადადის შემდეგ რიგებზე.
[მემკვიდრეობა და სამკვიდროს მიღება](https://mmlaw.ge/ka/memkvidreobis-advokati/)

## [ინტელექტუალური საკუთრება](https://mmlaw.ge/ka/intelektualuri-sakutrebis-advokati/)

სასაქონლო ნიშნები, საავტორო უფლებები და თქვენი შემოქმედებითი და ბიზნეს აქტივების დაცვა.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვა თანამედროვე ბიზნესის ფუნდამენტია. MMLAW გთავაზობთ სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციას, საავტორო უფლებების დაცვას და პატენტურ კონსულტაციას.
[ინტელექტუალური საკუთრების ადვოკატი](https://mmlaw.ge/ka/intelektualuri-sakutrebis-advokati/)

---
Source: https://mmlaw.ge/ka/momsakhureba/ · MMLAW · +995 551 00 43 00 · info@mmlaw.ge
