# დანაშაულები და სასჯელები

მოკლედ და გასაგებად: რას ნიშნავს თითოეული დანაშაული, რომელ მუხლს ეხება, რა სასჯელია და რა უნდა გააკეთოთ, თუ ბრალს გდებენ ან დაზარალდით.

- კონფიდენციალურობა

- ქართული · English · Русский

- პირველი კონსულტაცია უფასოა

- ყველა ინსტანციის სასამართლოში

## ქონებრივი დანაშაულები

- [ქურდობა](https://mmlaw.ge/ka/danashaulebi/kurdoba-mukhli-177/) — მუხლი 177 სხვისი ნივთის ფარული დაუფლება. სასჯელი ჯარიმიდან 10 წლამდე — დამოკიდებულია ზიანსა და გარემოებებზე.

- [ძარცვა](https://mmlaw.ge/ka/danashaulebi/dzartsva-mukhli-178/) — მუხლი 178 სხვისი ნივთის აშკარა დაუფლება. სასჯელი ჯარიმიდან 11 წლამდე — ზიანის, ძალადობისა და სხვა გარემოებების მიხედვით.

- [ყაჩაღობა](https://mmlaw.ge/ka/danashaulebi/qachaghoba-mukhli-179/) — მუხლი 179 თავდასხმა ნივთის დაუფლების მიზნით, საშიში ძალადობით ან მისი მუქარით. სასჯელი 5-დან 15 წლამდე.

- [გამოძალვა](https://mmlaw.ge/ka/danashaulebi/gamodzalva-mukhli-181/) — მუხლი 181 ქონების ან ფულის მოთხოვნა ძალადობის, ქონების დაზიანების ან კომპრომატის გავრცელების მუქარით. სასჯელი 9 წლამდე.

- [მითვისება ან გაფლანგვა](https://mmlaw.ge/ka/danashaulebi/mitviseba-gaplangva-mukhli-182/) — მუხლი 182 მინდობილი ქონების ან თანხის უკანონოდ მითვისება ან დახარჯვა — ხშირად სამსახურში. სასჯელი 11 წლამდე.

- [ნივთის დაზიანება](https://mmlaw.ge/ka/danashaulebi/nivtis-dazianeba-mukhli-187/) — მუხლი 187 სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება მნიშვნელოვანი ზიანით. სასჯელი ჯარიმიდან 12 წლამდე.

## ძალადობრივი დანაშაულები

- [ჯანმრთელობის დაზიანება](https://mmlaw.ge/ka/danashaulebi/janmrtelobis-dazianeba/) — მუხლი 117, 118, 120 ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი, ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება — სასჯელი ჯარიმიდან 14 წლამდე.

- [ხულიგნობა](https://mmlaw.ge/ka/danashaulebi/khuliganoba-mukhli-239/) — მუხლი 239 საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა ძალადობით ან მისი მუქარით. სასჯელი ჯარიმიდან 7 წლამდე.

---
Source: https://mmlaw.ge/ka/danashaulebi/ · MMLAW · +995 551 00 43 00 · info@mmlaw.ge
